#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი ფეხბურთელები MLS-ში

AutoSharing Option
mlsplayers.org-ზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სამეულში არიან.

ვაკო ყაზაიშვილი "სან ხოსე ერსქვეიქსში" ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. ვაკოს საბაზისო ხელფასი წელიწადში 1,475,004.00 დოლარი გახლავთ, ხოლო გარანტირებულად 1,604,042.00 დოლარს იღებს. ვაკომ წლევანდელ სეზონში "სან ხოსეს" შემადგენლობაში ჯამში 594 წუთი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

გურამ კაშია გუნდში მე-3 გახლავთ ხელფასის მხრივ. "ვიტესის" ყოფილ კაპიტანს კლუბი ხელფასის სახით 590,000.00 დოლარს უხდის. გურამ კაშიამ წლევანდელ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სან ხოსე საბაზისო ხელფასის სახით ჯამში 8,385,104 დოლარს
გასცემს, ბონუსებთან ერთად კი - 9,161,431 დოლარს. გამოდის, რომ დაახლოებით 24%-ს კლუბი სახელფასო ფონდიდან ქართველ ფეხბურთელებს უხდის. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ თანხის საკმაო ნაწილი სავალდებულო გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის.

ანაზღაურების მიხედვით კი, ყაზაიშვილი MLS-ის ფეხბურთელებს შორის 27-ეა. პირველ ადგილზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი არის, შვედი ფორვარდი წელიწადში 7,200,000 დოლარს გამოიმუშავებს.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ