ფიფას ახალი რეიტინგი: მეტოქეები დაქვეითდნენ, საქართველოს ნაკრები - არა

AutoSharing Option
14 ივნისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრების პოზიცია არ შეცვლილა.

"ჯვაროსნები" ამ დროისთვის, აპრილის რეიტინგის მსგავსად, 1255 ქულით 94-ე ადგილზეა. მაისში ფიფას რეიტინგი არ განუახლებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი გამართა.

7 ივნისს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა გიბრალტარს 3:0 მოუგეს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მონაწილეების რეიტინგს, შვეიცარია ერთი საფეხურით დაქვეითდა და
ახლა მე-9 ადგილზეა, დანია უცვლელად მე-10 პოზიციას იკავებს, ირლანდიის ნაკრები 3 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 32-ე ადგილს იკავებს. გიბრალტარი 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 198-ე ადგილზეა.

ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ბელორუსი კი 82-ე ადგილზე იმყოფება, რაც წინა რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით უარესი მაჩვენებელია.

საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ბელგია
  2. საფრანგეთი
  3. ბრაზილია
  4. ინგლისი
  5. პორტუგალია +2
  6. ხორვატია -1
  7. ესპანეთი +2
  8. ურუგვაი -2
  9. შვეიცარია -1
  10. დანია
  11. გერმანია +2
  12. არგენტინა
  13. კოლუმბია -1
  14. იტალია +3
  15. ჰოლანდია +2
  16. ჩილე -1
  17. შვედეთი -3
  18. მექსიკა
  19. პოლონეთი +1
  20. ირანი +1

მკითხველის კომენტარები / 6 /
უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი 1 თამაშში უნდა აკეთებდეს 30-დან 70 აჩქარებამდე (საშუალო მანძილად 20 მეტრი ითვლება). რაც შეეხება მატჩის განმავლობაში დაფარულ მანძილს 12-დან 15 კილომეტრამდე უნდა იყოს. როდესაც ამას შეძლებენ მოწინავეთა რიგებში გადავინაცვლებთ!
დანიასთან ის ერთი გოლი ნიშნავს რომ ტექნიკურად და ტაქტიკურად წესრიგი გვაქვს, მაგრამ ამტანობით და მენტალური მომზადებით ძალიან ჩამოვრჩებით.
სირბილის სწავლების ცენტრი
15 ივნისი 2019 13:13
0
რანაირი რეიტინგია ეს? ირლანდიამ გასვლაზე ფრე ითამაშა დანიასთან გიბრალტარს კი მოუგო და 3 საფეხურით დაქვეითდა მაინც:) დანია შვეიცარის ადგილი მაინც არაა ათეულში.იტალია გერმანია არგენტინა ათამაშდებიან და მალე დატოვებენ ათეულს დანიის დონის გუნდები.. დანია და შვეიცარია ოცეულის ნაკრებები ნამდვილად არიან
გოგა
14 ივნისი 2019 16:47
3
უბედურება ისაა, რომ ყველა ბაქიბუქობს, მწვრთნელიან, ფეხბურთელიან, ჟურნალისტებიანა :) რეალურად შეხედეთ რას გავს ქართული ფეხბურთი და მოეშვით ამ ბაქიბუქობას:((
ako
14 ივნისი 2019 16:33
1
ქვეით ადგილი აღარაა!
ქუთაისი
14 ივნისი 2019 14:51
1
მეტოქეები დაქვეითდნენ, ჩვენ არა - ანუ არის წინ სვლა? სწორი აზრი გამოვიტანე??
Vakhtang Lobzhanidze
14 ივნისი 2019 14:43
4
ფსკერზე ვართ, სადღა უნდა დავქვეითდეთ?
ისევ რაგბის მივაწვეთ
14 ივნისი 2019 14:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული