#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ფიფას ახალი რეიტინგი: მეტოქეები დაქვეითდნენ, საქართველოს ნაკრები - არა

AutoSharing Option
14 ივნისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრების პოზიცია არ შეცვლილა.

"ჯვაროსნები" ამ დროისთვის, აპრილის რეიტინგის მსგავსად, 1255 ქულით 94-ე ადგილზეა. მაისში ფიფას რეიტინგი არ განუახლებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი გამართა.

7 ივნისს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა გიბრალტარს 3:0 მოუგეს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მონაწილეების რეიტინგს, შვეიცარია ერთი საფეხურით დაქვეითდა და
ახლა მე-9 ადგილზეა, დანია უცვლელად მე-10 პოზიციას იკავებს, ირლანდიის ნაკრები 3 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 32-ე ადგილს იკავებს. გიბრალტარი 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 198-ე ადგილზეა.

ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ბელორუსი კი 82-ე ადგილზე იმყოფება, რაც წინა რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით უარესი მაჩვენებელია.

საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ბელგია
  2. საფრანგეთი
  3. ბრაზილია
  4. ინგლისი
  5. პორტუგალია +2
  6. ხორვატია -1
  7. ესპანეთი +2
  8. ურუგვაი -2
  9. შვეიცარია -1
  10. დანია
  11. გერმანია +2
  12. არგენტინა
  13. კოლუმბია -1
  14. იტალია +3
  15. ჰოლანდია +2
  16. ჩილე -1
  17. შვედეთი -3
  18. მექსიკა
  19. პოლონეთი +1
  20. ირანი +1