ჯანო ანანიძე: სამედიცინო შემოწმებამ შესანიშნავად ჩაიარა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკში" დაბრუნებულმა ქართველმა ნახევმარცველმა კლუბის სხვა ფეხბურთელებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა.
championat.com-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე ჯანომ მოკლედ უპასუხა:

"სამედიცინო შემოწმებამ შესანიშნავად ჩაიარა."

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია. წელს მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ კი, სამარას "კრილია სოვეტოვში" იყო განათხოვრებული და პრემიერ ლიგაში გამართულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც მიითვალა.

იჯარის დასრულების შემდეგ ანანიძე "სპარტაკს" დაუბრუნდა. როგორც რუსული გამოცემები წერენ, მოსკოვურ კლუბს ჯანოს გაშვება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს დარჩენა
უნდა. ქართველ ნახევარმცველს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და წელიწადში გასამრჯელოს სახით 2 მილიონ ევროს იღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაში აძლევენ ამხელა მაყუთს. მთელი წელი რომ ვითამაშო სპარტაკში ერთ საგოლე გადაცემას მეც გავაკეთებ და შეიძლება ერთი გოლიც გამივარდეს. ამერიკაში ერთ წუთსაც არ გააჩერებდნენ.
მიხო
16 ივნისი 2019 15:03
5
ორი მილიონს, თუ გადამისდით, თუნდაც ტყის ღორი მეძახეთ ძამა!
წასვლა არ უნდა, კანეშნა ბრატცი, განა ზიკოა, ან ბურუჩაგა, მერვე კლასელი პიონერი ჯანოა ი ვსიო..
კ ო მ ბ ლ ე
16 ივნისი 2019 00:44
5
გაეხსნათ ფრთები ყვავ-ყორნებს. ხო, ძალიან "მაგარი" გუნდია სპარტაკი! ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც მუდმივად წარმატებით გამოდის. ფეხბურთელებსაც ზრდის (გლუშაკოვი, ტიმოფეევი, ბრიზგალოვი, იაკოვლევი - რომელი ერთი ჩამოვთვალო)) და ტრანსფერებიდანაც "სერიოზული" შემოსავალი აქვთ!
მათი ერთადერთი პრობლემა ჯანოა. მოიშორებენ და შემდეგ ნამდვილი ეტალონია საფეხბურთო კლუბის.
ვ.თ.პ!!!
Burton
15 ივნისი 2019 19:58
9
ჯანო სპარტაკში მწვრთნელები არ გათამაშებენ და რას ელოდები?თუმცა გასაგებია რასაც ელოდები,ღმერთმა ხელი მოგიმართოს,თუ არ ითამაშებ ხელფასს მაინც აიღებ.
თერჯოლის ეწერი
15 ივნისი 2019 18:59
2
ჯანო მიდი წველე რუსები
ზურა
15 ივნისი 2019 18:54
2
2 მილიონი წელიწადშიო და რას მოიცილებენ
ზურა
15 ივნისი 2019 18:54
1
კარგი გუნდია სპარტაკი, ჯანო ლიდე ვერ მოიცილეს
123
15 ივნისი 2019 18:29
9
წამგებიანია სპარტაკისთვის ჯანო და ვერც მოიცილეს
Matheus
15 ივნისი 2019 16:21
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული