ეროვნული ლიგა. XVIII ტური: კარგი ფეხბურთი "მიხეილ მესხზე" - "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ლოკომოტივმა" მეტად საინტერესო მატჩში ბათუმის "დინამოს" 1:0 სძლია.

ტურის სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე შეკრებილმა მაყურებელმა მაღალი კლასის ფეხბურთი იხილა.

ეს იყო ორი კარგი, დალაგებული გუნდის პაექრობა, აზრიანი და ნაკლები შეცდომებით.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინრეობდა, თუმცა ნაღდი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ტაიმის ბოლოს სტუმრები გააქტიურდნენ და გამოსვლაზე მეკარე ბულისკერიას არადამაჯერებლად თამაშის შემდეგ ადამაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო მორიგი იერიშისას გაგოშიძემ ახლო მანძილიდან თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

შესვენების შემდეგ უპირატესობას "რკინიგზელები"
დაეუფლნენ და სამი კარგი მომენტი გაანიავეს: დავითაშვილმა და შონიამ ახლო მანძილიდან ვერ უწიეს მიზანს, ხოლო მერე შონიამ თავურით ბურთი ძელს გაარტყა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ლოკო" უპირატესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც სამურკასოვი აქტიურობდა და ამან ბოლოს შედეგი გამოიღო - მისი პასით სიხარულიძემ ჩემპიონატზე მეშვიდე და ამ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბოლოს დავითაშვილმაც გაარტყა შორიდან ბურთი ხარიხას და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: ირაკლი სიხარულიძე (89)

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (შოთა შეყილაძე 78), თორნიკე ძებნიაური, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (დავით ჯიქია 90+3)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, ალეფ სანტოსი, გურამ ადამაძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (ვალერიან თევდორაძე 69), გაბრიელ რამოსი (რომან ჭანტურია 90), ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი (გიორგი ილურიძე 80)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აიღეთ მაგალითი ქართველო მწვრტნელებო ლევან კორღალიძისგან,განათლება აი მიზეზი წარმატების.მარტო ლიცენზირება არ კმარა
ucxo
14:33 16-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული