ეროვნული ლიგა. XVIII ტური: შენგელიას გოლი მსოფლიოს ნებისმიერ ლიგას დაამშვენებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის დასკვნით მატჩში თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" 2:1 მოუგო.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ივანისენიამ ნინუას ნაკუთხურალ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და 42-ე წუთზე მეკარე პერალესმა შორიდან მოსიაშვილის მიერ დარტყმული არგასაშვები ბურთი გაუშვა.

მეორე ტაიმში "დინამო" ბევრს უტევდა, მონხილმა და ნინუამ ბურთი ძელს გაარტყეს, 90-ე წუთზე კი შენგელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მეცხრე გოლი გაიტანა.

თბილისის "დინამო" 32 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ვიტ ჯორჯია" 14 ქულით
- უკანასკნელ, მეათეზე.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ვიტ ჯორჯია 2:1
გოლები: 1:0 დმიტრო ივანისენია (14), 1:1 ცოტნე მოსიაშვილი (42), 2:1 ლევან შენგელია (90)

დინამო (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი, აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 59), გიორგი პაპავა (გიორგი კუხიანიძე 81), დმიტრო ივანისენია (გიორგი აბუაშვილი 64), ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ლევან ისერგიშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ცოტნე მოსიაშვილი, ირაკლი ზარიძე (ვანო კურდღელაშვილი 70), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, დავით მუჯირი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გოლიც გინდა გავიდეს აზრი არ აქვს, როცა 55 ათასიან სტადიონზე 70 კაცი ზის. საერთოდ აზრი არ აქვს თბილისის დინამოს არსებობას და არც იმ კლუბების არსებობას, რომლებიც რეგიონებს არ წარმოადგენენ, მათ შორის ვიტ ჯორჯია..
2
ნაკრებში რატომ არ წვრთნიან?
სსსწც
03:32 17-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული