გიორგი ლორია: მსაჯს პირდაპირ ჩაეცვა დანიის მაისურა - მეტი რაღა უნდა ექნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტელეკომპანია "იმედთან", გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა:

"იდეა იყო, რომ კონტრშეტევაზე დაგვეჭირა გუნდი, რომელიც არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. კი არის ტოპ-გუნდი, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი. სცენარის მიხედვით, ეს განხორციელდა, მაგრამ მსაჯს რატომ აწერია Fair Play, მაშინ პირდაპირ ჩაეცვა დანიის ნაკრების მაისურა.

თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა მოახდინა და თანაც ისეთი, რომ ჯაბა კანკავაზე პენალტი დადო, შემდეგ ჩემი ეპიზოდი და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. მეტი რაღა უნდა ექნა? თუმცა, ეს არაა ჩვენი გამამართლებელი საბუთი.

სანაკრებო შეკრებამდე მოვაწერე
"ანორთოსისთან" ორწლიან კონტრაქტს ხელი. რამდენადაც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილიც ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
„გადაგახიეს„ ბურთი თავზე, არ დაგანახეს და მსაჯრს აბრალებთ? ჩასაფრებული არ ვარ, უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან ვერც ჩემიანებისგან და ვერც უცხოებისგან. გვაჯობეს ყველანაირად და მსაჯიც რამდენჯერმე თავიდან ჩვენ სასარგებლოდ შეცდა, ორჯერ არ დაგვიდო პენალტი კანკავაზე და კაკაბაძეზე. რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, სპორტსმენ კაცს რომ მეტოქის სიძლიერის დაფასება არ შეგიძლია და რაღაც მიზეზების იგონებ თავის გასამართლებლად
უსამართლოები
00:52 17-06-2019
4
მართალია ლორია, არასწორი მსაჯი
irakli
20:22 16-06-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული