ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და გუნდი დაასახელა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/Fctorpedokutaisi1946

ეროვნული ლიგის მე-18 ტური თბილისის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩით (2:1) დასრულდა.

მიილია მეორე წრე, ეროვნულმა ლიგამ კი მეორე წრის საუკეთესო თერთმეტეული, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოარჩია.

საუკეთესო ფეხბურთელად ბუდუ ზივზივაძე დასახელდა. ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელმა სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო, თუმცა მეორე წრეში ფორმაში შევიდა და ჩატარებულ 9 მატჩში მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო.

Sportall.Ge

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო "ლოკომოტივის" დამრიგებელმა ლევან კორღალიძემ მიიღო - მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მეორე წრეში ყველაზე მეტი - 19 ქულა მოიპოვა და ყველაზე ნაკლები - 5 გოლი გაუშვა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი შეხვედრაა, "ლოკომოტივს" საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.

წრის საუკეთესო თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ალექსანდრე გურეშიძე (ლოკომოტივი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო), ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი), ნიკოლოზ საბანაძე (ბათუმის დინამო), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო).

Sportall.Ge

მეორე წრის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი - 4 მოთამაშე თბილისის "ლოკომოტივს" ჰყავს.

ეროვნული ლიგის პირველი ორი წრის ჩემპიონი "საბურთალოა", რომელმაც საწყის 18 ტურში ყველაზე მეტი - 36 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა - 4 მარცხი იწვნია.

თბილისელთა ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შინდაგორიძე ბუდუ ზივზივაძესთან ერთად 10 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაღალი ინტელექტი და განათლება აი ამიტომ არის კორღალიძე საუკეთესო
ucxo
17 ივნისი 2019 16:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული