დღეს, 17 ივნისს, უეფამ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პირველი ეტაპის წინ კლუბები 3 ჯგუფად დაყო. საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" მეორე ჯგუფში მოხვდა. თბილისელთა სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები არიან:
1) გლაზგოს "სელტიკი"
2) "ყარაბაღი"
3) ტირასპოლის "შერიფი"
4) "ფ 91 დიუდელანჟი"
5) ბრატისლავის "სლოვანი"
კენჭისყრა ხვალ, 18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
სასწაული მოტივაცია ექნებათ ბიჭებს!
კოხრეიძე მომწონს და მისგან ველი დიდ წინსვლას ამ სეზონში!