"საბურთალოს" 5 სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, უეფამ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პირველი ეტაპის წინ კლუბები 3 ჯგუფად დაყო. საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" მეორე ჯგუფში მოხვდა. თბილისელთა სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები არიან:

1) გლაზგოს "სელტიკი"

2) "ყარაბაღი"

3) ტირასპოლის "შერიფი"

4) "ფ 91 დიუდელანჟი"

5) ბრატისლავის "სლოვანი"

კენჭისყრა ხვალ, 18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
როდემდე უნდა გვაოცნებოთ სუსტ მოწინააღმდეგეზე? იქნებ სირბილი გესწავლათ და ამის შემდეგ შეძლებდით თქვენი მართლაც საოცარი ტექნიკა (ამას ბევრი უცხოელი მწვრთნელიც აღიარებს) 90 წუთის განმავლობაში გამოგეყენებინათ!
სირბილის სწავლების ცენტრი
18 ივნისი 2019 11:09
2
სლოვანთან და შერიფთან გვექნება 5-10 % გასვლის შანსი დანარჩენებთან 0 %. ლიგისათვის ჩვენი გუნდები ძალიან მოუმზადებლები, სუსტები, არაპროფესიონალები და ღარიბები არიან. ეს ყველაფერი თავის დაღს ასვავს ფეხბურთს.ასე რომ ადრეა ჯერ ლიგაზე თუნდაც ერთი ეტაპის გავლა ქართული კლუბებისათვის.
dadu
18 ივნისი 2019 10:10
3
Seltikis Garda yvelastan gvaqvs 50/50 ze Shansi. Me mjera saburtalosi!
Kika
18 ივნისი 2019 09:47
2
ვფიქრობ სლოვანი ყველაზე კარგი ვარიანტია.დუდელანჟმა შარშან ევროპა ლიგის ჯგუფი ითამაშა და მახსოვს მილანს სან სიროზე 2 გოლი გაუტანა.
წერო
18 ივნისი 2019 09:38
4
დროა ოპტიმიზმის. ძირს პესიმისტები. ბოლო ბოლო ოდესმე ხო უნდა გამოვიღვიძოთ
ნახალოვკელი
17 ივნისი 2019 23:58
5
სელტიკი მინდა.
სასწაული მოტივაცია ექნებათ ბიჭებს!
კოხრეიძე მომწონს და მისგან ველი დიდ წინსვლას ამ სეზონში!
დიდგორელი!
17 ივნისი 2019 23:37
5
შარშან დუდელანჟემ ევროპალიგის ჯგუფში გააღწია არ დაგავიწყდეთ. ბრატისლავას სლოვანი შეგვხვდეს ყველაზე კაი ვარიანტი იქნება.
roma
17 ივნისი 2019 23:16
1
დიუდელანჟი ან შერიფი ჯობია
შაკო
17 ივნისი 2019 22:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული