ცნობილი გახდა "ტორპედოს", "დინამოსა" და "ჩიხურას" 5-5 სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, უეფამ კენჭისყრის წინ დააჯგუფა ევროპა ლიგის გუნდები. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამო" განთესილთა შორის იყო, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა" განუთესავები იყვნენ.

გუნდები 9 ჯგუფად არიან დაყოფილნი. თბილისის "დინამო" მე-7 ჯგუფში მოხვდა და მისი სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები არიან:

1) "ტეუტა" (ალბ)
2) "ლა ფიორიტასა" (სნმ) და "ენდოგარს" (ანდ) შორის გამარჯვებული
3) "შიროკი ბრიეგი" (ბჰრ)
4) "დაჩ დუნაისკაია სტრადა (სლვკ)
5) "კაუნო ჟალგირისი" (ლიეტუვა)

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", ქუთათურები მე-2 ჯგუფში არიან და მათი სავარაუდო მეტოქეები ასე
გამოიყურებიან:

1) სპლიტის "ჰაიდუკი" (ხორ)
2) ვარშავის "ლეგია" (პოლ)
3) "რადნიჩკი" (სრბ)
4) ცსკა სოფია (ბულ)
5) შიმკენტის "ორდაბასი" (ყაზ)

საჩხერის "ჩიხურა" მე-6 ჯგუფში განაწილდა და ზემოიმერლების მეტოქე აღნიშნული 5 გუნდიდან გამოვლინდება:

1) ტრანავის "სპარტაკი" (სლვკ)
2) ვილნიუსის "ჟალგირისი" (ლიეტუვა)
3) "ფოლა ეხი" (ლუქს)
4) "ალაშკერტი" (სომხ)
5) ლიუბლიანის "ოლიმპია" (სლვნ)

უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრა ხვალ, 18 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

alt"საბურთალოს" 5 სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ცნობილია


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც ტორპედოს დაშლა უნდა ვერ მოესწრება ჩხეტო არის იქ არ დაგავიწდეთ
0
იმედია პირველ ეტაპს სამივე გუნდი გაივლის
ლაშა
12:12 18-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული