"გენტის" ტექნიკური დირექტორი: გიორგი ჩაკვეტაძის გაყიდვას არ ვაპირებთ

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" ტექნიკურმა დირექტორმა მიშელ ლაჟიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის მიერ დაგეგმილ ტრანსფერებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ორი ხელშეუხებელი მოთამაშეა - გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დევიდი.

"ბირგერ ვერსტრატეს დარჩენა არ სურდა, რადგან საზღვარგარეთ უფრო მეტს გამოიმუშავებს - ის "კიოლნში" წავიდა. ორი ფეხბურთელის გაყიდვას არ ვაპირებთ - ეს გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დევიდია.

ტრანსფერები იქნება. ორი მოთამაშე შევიძინეთ - ალესიო კასტრო მონტესი "ეუპენიდან" და რუბენ იემი "ტრენჩინიდან". გვსურს კიდევ რამდენიმე სხვა ფეხბურთელის დამატებაც", - განაცხადა ლაჟიმ.

გიორგი
ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგას ფეხბურთის თამაშის გარდა არავინ არაფერს არ ეკითხება ჯერ.
დსსდ
19:18 25-06-2019
0
სასწარაფოდ გასაშიფრია ვინ არის გენტის მეპატრონე, რა ეროვნების.
Killer.
18:37 18-06-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული