ლადო დვალიშვილმა "საბურთალო" დატოვა და კონკურენტ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილმა "საბურთალო" დატოვა და კონკურენტ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა - ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისურ კლუბში განუცხადეს.

32 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ჩემპიონის რიგებში უკანასკნელი შეხვედრა დღეს, 18 ივნისს, საქართველოს თასზე "სამტრედიას" წინააღმდეგ (2:1) ჩაატარა.

როგორც "საბურთალოში" აცხადებენ, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ლადო დვალიშვილი ბათუმში აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა და კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროდ "დინამოს" მენეჯმენტს ხვალ, 19 ივნისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი "საბურთალოს" 2018 წელს ებრაული "ჰაპოელიდან" შეუერთდა.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ეს ამ კლუბის უკვე მეორე ტრანსფერია -
აჭარულმა კლუბმა დღეს ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე წარადგინა.

18 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 38 ქულით "საბურთალო" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი სწორედ ბათუმის "დინამოა", რომელიც კონკურენტს ერთი ქულით ჩამორჩება.

alt"საბურთალო", "მერანი", "თბილისი სიტი" და "გარეჯი" საქართველოს თასის 1/4 ფინალში გავიდნენ

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

altუკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბათუმის "დინამო"ან მაზოხისტი ყოფილა, ან არ უნდა ალბათ ჩემპიონობა....
გელა 67
20 ივნისი 2019 16:54
0
Gabedavas konkurencia ver gaucevda icis da cavida batumshi, amas idzaxebdnen nakrebshi da gabedavas ara :-):-):-)
Va-Le
19 ივნისი 2019 12:36
2
ეს კაცი თავს რატო არ ანებებს... კარიერის საუკეთესო ფორმაში რო იყო მაშინაც ძლივს იტანდა გოლს ((
ოთო
19 ივნისი 2019 10:27
3
არ გეწყინოს მაგრამ მსგავს რამეს თუ ამბობ ქართულ ფეხბურთზე წარმოდგენა საერთოდ არ გაქვს მსგავს კომენტარებს როცა წერთ შემოგევლე ელემენტარული ვიკიპედია მაინც გამოიყენეთ თავის საუკეთესო წლებში ბლომად ბურთები გაჰქონდა ესეც მიახლოებული სტატისტიკა საქართველოს ჩემპიონატზე ბევრად უფრო ძლიერ ჩემპიონატებში გაჰქონდა ბურთები 2008–2009 სკონტო 42 (22)
2009–2012 მაკაბი ხაიფა 76 (36)
2012–2013 პოლონია ვარშავა 27 (10)
2013–2014 ლეგია ვარშავა 35 (15)
2014–2015 ოდენსე
NIGHT
19 ივნისი 2019 12:25
2
ეს იქნება ბათუმის დინამოს დაძირვის დასაწყისი! :( ვინ "ჭკვიანმა" ურჩიათ ამის აყვანა :(
ვაჟა
19 ივნისი 2019 10:24
2
ვაისმა ურჩია
არისტო
19 ივნისი 2019 13:49
0
გოლი ვერ გააქ და რატო იყიდა ვერ გავიგე, თან ასაკშია
irakli
19 ივნისი 2019 08:45
4
ბათუმი,უნდა ვიჩემპიონოთ და გავახაროთ ჩვენი "არანორმალურად" გადარეული გულშემატკივარი,რომელიც ამშვენებს ეროვნულ ჩემპიონატს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.
აჭარიდან
19 ივნისი 2019 02:48
0

სიახლეები პოპულარული