#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

სენეგალელი და უკრაინელი - თბილისის "დინამოში" 2 ახალწვეულია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" "ფეისბუქის" მეშვეობით ორი ახალწვეულის შესახებ გამოაცხადა.

კლუბთან კონტრაქტი 27 წლის სენეგალელმა ნახევარმცველმა არფან დაფემ და 23 წლის უკრაინელმა მარცხენა მცველმა ოლექსანდრ კაპლიენკოამ გააფორმა.

ორივე ფეხბურთელმა ხელშეკრულება კლუბთან 2020 წლის ბოლომდე გააფორმა.

დაფემ ბოლო სეზონი ირანულ "ნასაჯიში" გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოსა" და ირანულ "პაიკანში" გამოდიოდა.

კაპლიენკოა ზაპოროჟიეს "მეტალურგის" აღზრდილია და რამდენიმე სეზონი მშობლიურ გუნდში აქვს ნათამაშები, ასევე გამოდიოდა თურქულ "ალანიასფორსა" და ოდესის "ჩერნომორეცში".


Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ