გაგი მარგველაშვილი: ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს, "საბურთალოში" ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება

AutoSharing Option
"საბურთალოს" კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ-მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაზე თბილისური კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.

ამპლუით მცველმა მოახლოებულ მატჩზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც "საბურთალოს" 22 ივნისს ბათუმის "დინამოსთან" ელის:

- ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლოს 5 სავარაუდო მეტოქე იყო. წილისყრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვის "შერიფი" გვარგუნა. ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს, "საბურთალოში" ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები დავრჩეთ.

"შერიფი" გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. მაგრამ ჩვენ ჩვენი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით და ყველაფერს გავიღებთ სასურველი მიზნის მისაღწევად.

- ევროტურნირებზე
"საბურთალო" სადებიუტო მატჩს სტუმრად გამართავს. ჰქონდა თქვენთვის მნიშვნელობა, პირველი მატჩი სად გაიმართებოდა?

- ვფიქრობ, მცირე უპირატესობა გაქვს, როდესაც მეორე შეხვედრას საკუთარ კედლებში თამაშობ. პირველი შეხვედრიდან გამომდინარე, იცი მეტოქის სათამაშო სტილი, ანგარიში და შესაბამისად, მეორე შეხვედრაში შეგიძლია საკუთარ კედლებში შენი თამაში მოახვიო მეტოქეს.

- ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე ზაგრების "დინამოს" შეხვდება. რა შეგიძლიათ თქვათ ხორვატებზე?
- ისევე, როგორც "შერიფი", ზაგრების "დინამოც" გამოცდილი კლუბია. ხორვატებთან ბევრად რთული იქნება თამაში, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავი "შერიფის" ბარიერის დაძლევაა.

- "საბურთალო" წლეულს ახალი გამოწვევების წინაშეა. რთული არ იქნება სამ ფრონტზე ბრძოლა?
- წლეულს განსაკუთრებული წელია, გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებასა და ჩემპიონატში უწევს ძალების სრულად გამოვლენა. "საბურთალოს" აქვს იმის რესურსი, რომ ძალები თანაბრად გადაანაწილოს. ყველა პოზიციაზე 2-2 თანაბარი დონის ფეხბურთელი გვყავს, კლუბში დიდი კონკურენციაა. დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით უნდა გავართვათ.

- უახლოესი შეხვედრა "საბურთალოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი მოლოდინი გაქვთ ბათუმის "დინამოსთან"?
- ბათუმთან პრინციპული მატჩია. გამარჯვების შემთხვევაში ოთხქულიანი ჰანდიკაპით გავალთ წინ. აჭარაში მეორე წრეში დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვეცდებით, ახლა გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ვფიქრობ, საინტერესო და სანახაობრივი თამაში გამოვა. კარგი იქნება, თუ ხსენებულ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება, რადგან ქომაგი ფეხბურთელს დამატებით მოტივაციას აძლევს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საბურთალო ანგრევს ქართულ ფეხბურთს.რამდენი გუნდი უნდა იყოს ამ თბილისში?
ddgfdf
20 ივნისი 2019 22:48
0
შენ ქომაგი გგონია თავი?
გიორგი
20 ივნისი 2019 12:42
1
ამას ფეხბურტელი გონია მარტლა ტავი
qomagi
19 ივნისი 2019 17:24
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული