33 წლის თავდამსხმელმა "დინამოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი ტურიდან უკვე ახალ გუნდში ითამაშებს.
დვალიშვილისთვის ბათუმი უცხო არ არის. ის ამ კლუბის ღირსებას საფეხბურთო კარიერის დასაწყისში, 2005-06 წლებში იცავდა.
"საბურთალოს" ყოფილი თავდამსხმელი ახალ კლუბში 21-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ლადო დვალიშვილს სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგის", რიგის "სკონტოს", ჰაიფას "მაკაბის", აშქელონის "ჰაპოელის", ვარშავის "ლეგიასა" და "პოლონიას", შჩესნის "პოგონის", დანიური "ოდენსესა" და ყაზახური "ატირაუს" შემადგენლობაში უთამაშია.