sportmk.ru: თუ საბა კვირკველია ინგლისში წავიდა, მისი შემცვლელის მოძებნა გაჭირდება

AutoSharing Option
რუსეთის ვიცე-ჩემპიონი მოსკოვის "ლოკომოტივი" ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა, რკინიგზული გუნდი ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას და ჩემპიონთა ლიგაზე შარშანდელზე უკეთ ასპარეზობას შეეცდება. sportmk.ru-მ "ლოკოს" შემადგენლობის შესაძლო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და მცველის, საბა კვირკველიას საკითხსაც შეეხო.

"თუნდაც მცველების პრობლემა ნორმალურად გადაწყვიტეს. დაცვა მთლიანობაში დაკომპლექტებულია.

თუმცა, თუ საბა კვირკველია ინგლისში მაინც წავიდა, მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა გახდება საჭირო. ეს კი ძალიან ძნელი იქნება".


Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
არ წავა არსად. ჯერ ერთი არ გადაუხდის არავინ იმდენს რასაც რუსეთში აძლევენ. მეორე, ვერ დაიმკვიდრებს თავს ინგლისში. შეცდომებს უშვებს უმაღლეს დონეზე, ევროპულ დონეზე ჩანს ხოლმე ეგ, პლეიფობეს რომ თამაშობს ლოკომოტივი. რამდენიმე მატჩს ჩაატარებს და დასვავენ შემდეგ სკამზე.

კალაძე რომ წავიდა, სულ სხვა დონის სკოლა ჰქონდა გავლილი ლობანოვსკისთან და ფიზიკურადაც სხვა დონეზე იყო მომზადებული.
არსად არ წავა
09:31 21-06-2019
2
კაცს რომ ინგლისში გადასვლის შანსი ექნება იმაზე რა ნამუსით ამოიღო ხმა რომ ნეტა არ წავიდეს ვაიმე როგორ დაგვაზარალებსო, თურმე საბა არაფრით არ დაზარლდება რუსეთში რომ დარჩეს მარტო ეგენი ზარალდებიან ქართველის ტოპ-ლიგაში წასვლით.
Zviadi
23:02 20-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული