arkowcy.pl: ლუკა ზარანდიას საზღვარგარეთული კლუბი იწვევს და "არკას" ფულის შოვნა შეუძლია

AutoSharing Option
arkowcy.pl-ის ცნობით, ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა "არკა" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, ზარანდიას უცხოური გუნდი იწვევს და გდინიურ კლუბს ტრანსფერზე ფულის შოვნის საშუალება აქვს.

ზარანდია "არკაში" 2016 წელს გადავიდა და უმალ მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

გასულ სეზონში ლუკამ 6 გოლი გაიტანა: 4 ექსტრაკლასაზე, 1 თასზე და 1 სუპერთასზე.

ჯერჯერობით ლუკა "არკაშია" და 22 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლუკა ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ და ძალიან მაღალ დონეზე შეგიძლია თამაში

ბევრი იშრომე და ბევრ წარმატებას მიაღწევ აუცილებლად

გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი
Gio
23 ივნისი 2019 15:24
0
ამ საოცარი ბიჭის არგამოძახება ნაკრებში დიდი შეცდომაა!!!
Levan
23 ივნისი 2019 15:04
0
ლუკა, წარმატებები! და ერთი 5 კილო უნდა დაიკლო!
Wimbledon
23 ივნისი 2019 15:01
0
ლუკა გენაცვალე
შენი წარმატებები სულ მიხარია
სულ პატარა მახსოვხარ ვიცი როგორი საოცარი საფეხბურთო თვისებები გაქვს და აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოავლინო
დაანახე ყველას რა შეგიძლია, განსაკუთრებით ვაისს!
ჯაბა
23 ივნისი 2019 10:05
0
ლუკას ტრანსფერი კარგ ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს ბელგიის იუპილერ ლიგაა ორმაგად სასიხარულოა
დაანახე ყველას რა შეგიძლია და ასახელე საქართველო
დემე
23 ივნისი 2019 10:01
1
სასიხარულოა ძაან თუ უკეთეს ლიგაში გადავა
ბელგიაში მითუმეტეს დიდი მოტივაცია ექნება
RugbyMan
23 ივნისი 2019 09:56
1
აუ ბელგიაში მაგრა გაასწორებს ტრანსფერი,
ჩემი აზრით ზარანდია გაიათმაგებს ფასს ამ ნაბიჯით და როგორც ფეხბურთელი ბევრად წინ წავა
lasha
23 ივნისი 2019 09:46
1
სხვადასხვა საიტები წერენ რო ბელგიაში ბრუნდება რაც მაგარი ამბავი იქნება
ლუკა მიდი რა შებერე მაგრად და დაამტკიცე ბელგიაში რაც შეგიძლია
ძააან დიდი იმედი მაქ რო სერიოზული comeback გექნება
წარმატებები
სელესაო
23 ივნისი 2019 09:40
0
ლუკა, წარმატებები!
გთხოვ, ყველაფერი გააკეთე რომ შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინო სადაც არ უნდა წახვიდე
Temo
23 ივნისი 2019 09:06
0

სიახლეები პოპულარული