arkowcy.pl: ლუკა ზარანდიას საზღვარგარეთული კლუბი იწვევს და "არკას" ფულის შოვნა შეუძლია

AutoSharing Option
arkowcy.pl-ის ცნობით, ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა "არკა" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, ზარანდიას უცხოური გუნდი იწვევს და გდინიურ კლუბს ტრანსფერზე ფულის შოვნის საშუალება აქვს.

ზარანდია "არკაში" 2016 წელს გადავიდა და უმალ მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

გასულ სეზონში ლუკამ 6 გოლი გაიტანა: 4 ექსტრაკლასაზე, 1 თასზე და 1 სუპერთასზე.

ჯერჯერობით ლუკა "არკაშია" და 22 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლუკა ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ და ძალიან მაღალ დონეზე შეგიძლია თამაში

ბევრი იშრომე და ბევრ წარმატებას მიაღწევ აუცილებლად

გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი
0
ამ საოცარი ბიჭის არგამოძახება ნაკრებში დიდი შეცდომაა!!!
Levan
15:04 23-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული