#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

arkowcy.pl: ლუკა ზარანდიას საზღვარგარეთული კლუბი იწვევს და "არკას" ფულის შოვნა შეუძლია

AutoSharing Option
arkowcy.pl-ის ცნობით, ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა "არკა" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, ზარანდიას უცხოური გუნდი იწვევს და გდინიურ კლუბს ტრანსფერზე ფულის შოვნის საშუალება აქვს.

ზარანდია "არკაში" 2016 წელს გადავიდა და უმალ მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

გასულ სეზონში ლუკამ 6 გოლი გაიტანა: 4 ექსტრაკლასაზე, 1 თასზე და 1 სუპერთასზე.

ჯერჯერობით ლუკა "არკაშია" და 22 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.