#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

რუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს

AutoSharing Option
რუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია მიმდინარეობს. უკლებლივ ყველა სპორტული გამოცემის პირველ გვერდზე ქართული კლუბების და სპორტსმენების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპაციის გაპროტესტების თემაა განთავსებული.

რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ქართულმა კლუბებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გააპროტესტეს.

"ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია ოფიციალური მატჩებისას ქართველი ფეხბურთელების მსგავს საქციელზე რეაგირება მოახდინოს", - წერს ლებედევი "ტვიტერზე".

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში ქართული კლუბები ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდნენ მოედანზე და ამას გარდა, რიგმა ქართველი სპორტსმენებისა
ოკუპაცია სოციალური ქსელით გააპროტესტა.

რუსული პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ანტისაოკუპაციო პროტესტში აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მასში მონაწილეობა აგრეთვე "ტორპედოს" ფეხბურთელებმა, რუსეთის მოქალაქემ ნოდარ ქავთარაძემ და მოსკოვში დაბადებულმა ვახტანგ ნებიერიძემ მიიღეს.