#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

მოულოდნელი ცნობა: რუსებს საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაბირება სურთ

AutoSharing Option
რუსული გამოცემა football-media.ru-ზე რუს საფეხბურთო აგენტ ალეკსეი საფონოვთან საუბრისას ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხი წამოიჭრა.

ინტერვიუს მთავარი თემა იყო, თუ რა გავლენას მოახდენდა რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე დაძაბული სიტუაცია შესაძლო ტრანსფერებზე. მათ შორის, კითხვა შეეხო საქართველოს ნაკრების კაპიტანს.

- პრესაში წერდნენ, რომ "სპარტაკში" შესაძლოა ქართველი ჯაბა კანკავა გადავიდეს. ახლა ტრანსფერი ამ სიტუაციის გამო ჩაიშლება?
- არა, რას ამბობთ. ახლახან "სპარტაკმა" ახალგაზრდა ქართველ ბიჭთან გააფორმა კონტრაქტი, ის პსჟ-ში (ნიკოლოზ ქუთათელაძე) თამაშობდა. რა თქმა უნდა, ზოგადად სიტუაცია არასასიამოვნოა. ცოტა ხნის წინ მხითარიანმა ევროპა ლიგის
ფინალიც გამოტოვა. თუმცა, მე მგონია, ახლა სიტუაცია აქამდე არ მივა.

აგენტმა აზრი რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველებზეც გამოთქვა. მისი თქმით, არც კვირკველიას, არც კვარაცხელიასა და ანანიძეს პრობლემები არ შეექმნებათ.

რაც შეეხება ჯაბა კანკავას მოსკოვის "სპარტაკში" გადასვლის საკითხს, ეს ახალი ინფორმაციაა. ამ საკითხზე საუბარი აქამდე არც პრესაში ყოფილა.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა ყაზახურ "ტობოლში" თამაშობს და წლევანდელ სეზონში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ