გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში აღარ იხმონ

AutoSharing Option
რუსეთის გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ლებედევმა კიდევ ერთხელ დაგმო ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქცია. ის აშკარად გაღიზიანებულია, რომ უეფამ ქართული კლუბები არ დასაჯა.

"ქართული გუნდების აქცია უეფასა და ფიფას ყველა შესაძლო წესის დარღვევაა, რომელიც კრძალავს პოლიტიკის ნებისმიერ რეკლამას ან პოლიტიკის ხსენებას ოფიციალური მატჩებისას. უეფამ უკვე გვიპასუხა, რომ ეს ღონისძიება საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ტარდება. ამდენად, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხომ უეფას წევრია. შესანიშნავად გვესმის, რომ სფფ არ დასჯის ამ ფეხბურთელებს. სადღაც გულის სიღრმეში, ალბათ, მხარსაც უჭერენ.

როდესაც
დმიტრი ტარასოვმა "ფენერბახჩესთან" მატჩის შემდეგ პუტინის გამოსახულებიანი მაისურა გამოფინა, მთელი მსოფლიო გადაირია. ამ დანაშაულისთვის კინაღამ ტარასოვის ჩამოხრჩობა მოითხოვეს. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ. ჩვენთან რომ რომელიმე კლუბი ანტიქართული ან ანტიუკრაინული ლოზუნგებით გამოვიდეს, მთელი ევროპა, დეპუტატები და ჟურნალისტები ილაპარაკებდნენ, რომ დასასჯელნი არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მთელი ქვეყანაა. სპორტი პოლიტიკის გარეშე - ეს სპორტის ლოზუნგია.

თუ დღეს მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ ქართველი ფეხბურთელები არანაირად არ დაისაჯნენ, ხვალ ასევე უკრაინელი ფეხბურთელები მოიქცევიან, ზეგ კი ბოსნიელები კოსოვოელების წინააღმდეგ. ფეხბურთი შეიძლება პოლიტიკურ სარბიელად გადაიქცეს. უეფა ვალდებული იყო, სფფ-სთვის ეთქვა, რომ ფეხბურთელები არასწორად მოიქცნენ და დასასჯელნი არიან.

შეუძლიათ თუ არა რუსეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების საქართველოს ნაკრებში გამოძახება შეწყვიტონ? რუსოფობიული განწყობილებები სიგიჟის პიკზე მათ ყველაფერს მოამოქმედებინებს. ჩვენ გვახსოვს, როგორ "დაესხნენ თავს ზურგიდან" რაკიცკის, როდესაც "ზენიტში" გადმოვიდა. იგივე ახლა საქართველოში იწყება. სავსებით შესაძლებელია, ანტირუსული განწყობილებების ტალღაზე სფფ-მ თქვას, რომ მეტად აღარ უნდათ ნაკრებში კვირკველია და ანანიძე იხილონ. ზოგიერთი ჩინოვნიკის უტვინობა მსოფლიოში სიტუაციას არ აუმჯობესებს. დაზარალდებიან გულშემატკივრები და სპორტსმენები, რომლებსაც ეს მაისურები არ ჩაუცვამთ", - განუცხადა ლებედევმა championat.com-ს.

altრუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს

altომარ თეთრაძე ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციაზე: ეს ფეხბურთელებს არ ალამაზებს

 

altახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო

 

alt"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 17 /
გუშინ მალახოვის გადაცემას უყურებდნენ სახლში. ვიღაც ბალერინა 1 წელია დაკარგულია. 4 საყვარელი ყოლია ერთდროულად. ერთერთს მურთაზი ერქვა, გვარად ხიზრიევი თუ ხაზაევი (რაღაც ესეთი). მერე ვიღაც იურისტი კომენტარში ამბობს: ეს ქართველი, ციხეში იჯდა თაღლითობისთვისო... ვის გაუგია ესეთი გვარით ქართველი?! მთავარია მან თქვა და ქართველია თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? და თურმე ჩვენთანაა რუსოფობია უმიზეზოდ და იქ მხოლოდ ქართველების სიყვარულს ქაგაგებენ. დავიჯერო, ბოლოს და ბოლოს - უფალი ამ ანტიქრისტეებს არ დასჯის?
alexandre fachuashvili
27 ივნისი 2019 12:37
3
ბატონო, Odala, ადრეც მახსოვს თქვენი კომენტარი და, როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ რუსეთი. თუ ქართველი ხართ (ან თუნდაც საქართველოს მოქალაქე), ძალიან სამწუხაროა თქვენი ასეთი პოზიცია. თანაც, თურმე სიმართლე ყოფილა რუსების მხარეს და ეს ქართველობაზე მეტია. არ გრცხვენიათ? რა სიმართლე, ჩვენი მიწები დაიკავეს და ყოველდღიურად წევენ ჩვენსკენ საზღვარს, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, სცემენ და ა.შ. ამის შემდეგ, რომელი სიმართლეა მათ მხარეს?! რომ პოლიტიკა სპორტში არ უნდა გავრიოთ? და თუ პოლიტიკა ერევა სპორტსმენების და თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, მაინც?!
Hmm
26 ივნისი 2019 14:50
4
გნაცების გამოყვანილ უცხო ჯიშის გრუზინს სიმართლე არ აინტერესებს, უყურებს ცრუსთავი2-ს, არის უზრდელი და ძალად პატრიოტი. რას დაგამსგავსეს, განათლება წაგართვეს, დაგტოვეს უვიცი და ხეპრე. ეგ არის თქვენი დღევანდელი სახე. წაით ბიძიკო, 2 წიგნი წაიკითხეთ.
odala
27 ივნისი 2019 09:07
9
თანდათან სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა რუსი დერჟიმორდა და შოვინისტი იმპერიალისტია, თანამდებობის და განათლების მიუხედავად და ამას ვერც კი გრძნობენ.
Status quo
26 ივნისი 2019 12:55
3
რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა. ათასობით მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა სასტიკად აწამეს და დახოცეს, ათასნაირი შეურაცყოფა და გაუპატიურება არ დაგვაკლეს, და ეს კიდევ პოლიტიკაო. ნორმალურ ადამიანურ ენაზე ამას, პოლიტიკა კი არა, გენოციდი და ოკუპაცია ჰქვია.
ქართველ ხალხს რიგით რუს მოქალაქეებთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და არ მოქცევა გვეშლება მათთან, აი პუტინის და რუსეთის მთავრობის რა გითხრათ ...
თენგაბი
26 ივნისი 2019 11:38
2
ფენერბახჩესთან მატჩი საერთაშორისო მატჩი იყო და არა შიდა ჩემპიონატი, ეგ ერთი და მეორე ის, რომ რუსეთის ჩემპინატში მონაწილე ფეხბურთელებმა თავის მაისურებზე რა პროტესტი უნდა გამოხატონ წარწერით? რომ რუსეთის ფეხბურთელები აპროტესტებენ ქართველი ფეხბურთელების პროტესტს, რუსეთის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციისა?!
soxumeli veterani
26 ივნისი 2019 11:34
2
ჯერ ადამიანი უნდა იყო შენი ქვეყნის პატრიოტი,მერე დანარჩენი ყველაფერი ,გინდა ნიჭიერი ხარ რაღაც საქმეში, გინდაც უნიჭო, ჯერ უნდა ვიქართველოთ მერე ყველაფერი დანარჩენი, ფულით დაწყებული რომელსაც სუნი არ უდისო უვარგისები რომ გაიძახიან, კარიერით დამთავრებული სხვა თუ შენს ქვეყანაში, ბევრმა შუბლძარღვგაწყვეტილმა ვითომ ქართველებმა რომ გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნებში ,სხვათა პოლიტიკის გატარებით და ქართული ინტერესების გმობით ,მათ ფეხვეშ გაწოლით და თანამემამულეთა გადათელვით . სულელის მეტი ვინ იტყვის რომ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკა გაყოფადიაო ამავე ქვეყნის კულტურისგან თუ სპორტისაგან თუ ...და არ ნიშნავს ქართველობას მხოლოდ ქართული გვარის ტარება. ვიყოთ თავის უფალნი და ამაყად მავალნი ცხოვრების გზაზე ,ვიქართველოთ ყოველწამს განა ქართველებია? რუსულ ტელევიზიაზე ამჟამად , დღე და ღამე მოქაქანე იგორ გეორგაძეები ხაბურძანიები ბურჯანაძეები.... ან საქართველო გათავდაო -მთქმელი სტურუები..... Aმგვარი მთქმელნი და და სხვათა ინტერესებისთვის ტელე შოუეებში მონაწილენი აჩოქებენ თავთავიანთ ქვეყნებს სხვათა წინაშე ესეთებია ფარული შეუგნებელი კარიერისტი მტრები თავისი ქვეყნისა და არიან პირდაპირი მტრებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა ,ორჯონიკიძეები მახარაძეები ივანიშვილნი.....
London. Great Georgia!
26 ივნისი 2019 11:32
5
სიმართლე ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის ქართველობაზე.
Odala
26 ივნისი 2019 12:53
16
ტვინგამორეცხილ გრუზინებს რა ჭკუა უნდა მოჰკითხო, თორემ აბსოლუტურად მართალია რასაც ამბობს. ჩვენი ძალად პატრიოტები ლოგიკასთან მწყრალად არიან.
odala
26 ივნისი 2019 10:44
36
ტვინგამორეცხილი არარაობა თავად ბრძანდებით იდიოტო
გოგა
26 ივნისი 2019 18:45
3
ოდალა გატყობ ერთ ადგილას კარგად გიღიტინებს რუსული რაღაცა :)
saba
26 ივნისი 2019 18:44
3
ყველა გამოხმაურება
ავადაა და ბოდავს? და თქვენ ამბობთ, რომ ამათი კულტურა ჩვენთვის ახლობელია? ვერ წარმომიდგენია, რომ ნორმალური ადამიანის ნათქვამი იყოს ეს.
ბართა
26 ივნისი 2019 10:11
6
რა უტვინოობას იძახიან გაგეცინება)) როგორ წარმოუდგენია რუს ფეხბურთელების მხრიდან ჩვენ საწინააღმდეგოთ პროტესტი გამოხატონ. რომ დაიწერონ "ჩვენ არ წაგვირთვია 20% საქართველოს მიწაო"? DDDD "
Geo_Dinamo
26 ივნისი 2019 10:07
4
მგონი ეს რუსი ჩინივნიკები ლოგიკისგან შორს არიან , საქართველოს საწინააღმდეგო მაისური რუსეთმა რა ლოგიკით უნდა ჩაიცვას , ჩვემ მოვახდინეთ რუსეთის 20%ის ოკუპაცია? ეხლა ვითომ აწვეთებენ ეს პრ..ბი რო აქ კვირკველიას და ჯანოს პრობლემები შეექმნათ სამომავლოდ
Levan1
26 ივნისი 2019 09:16
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული