#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

რუსეთი ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციის გამო ფიფაში გვიჩივლებს

AutoSharing Option
უეფამ და ფიფამ ქართული გუნდების მიერ ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ეს საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციის ფარგლებშია და არავითარი ზომების მიღებას არ აპირებენ. მიუხედავად ამისა, რუსული მხარე ფიფაში ჩივილს აპირებს, თუმცა იციან, ამას შედეგი არ მოჰყვება. აი, რა განაცხადა დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალეკსანდრ დიუკოვმა.

"აქ ქართულ ფეხბურთში არსებულ საერთო სიტუაციაზე უნდა ვისაუბროთ. გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სფფ-მ იურიდიული ნეიტრალიტეტის პრინციპები და ეთიკური ნორმების კოდექსი დაარღვია. ფიფამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ფიფას წესდების მიხედვით, ფედერაციებმა
პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან.

ჩვენ ამ ქმედებას პროვოკაციულად ვაფასებთ და ამიტომ განვიხილავთ ვარიანტს, რომ ფიფას პრეტენზიით მივმართოთ, რათა გაერკვეს ვითარებაში. პოლიტიკა ფეხბურთის გარეშე უნდა იყოს, ფეხბურთი კი - პოლიტიკის გარეშე. სხვადასხვა საკითხზე ბევრს გააჩნია საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. თუ ფეხბურთს მათ წარმოსაჩენად გამოვიყენებთ, ძალიან მალე სპორტის ამ სახეობას ერთ დიდ პოლიტიკურ თოქ-შოუდ გადავაქცევთ.

რაც შეეხება იმას, ამ აქციაში მონაწილე რუსული პასპორტის მქონე ორი მოთამაშის კარიერაზე როგორ აისახება ეს მოვლენა, ვიმედოვნებთ, რომ ფიფა ამ მოქმედებებს სათანადო შეფასებას მისცემს. ჩემი აზრით, ეს უპასუხისმგებლო და უჭკუო საქციელია", - ციტირებს დიუკოვს РИА Новости.

შეგახსენებთ, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეროვნული ლიგის გუნდები მატჩებზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

altგოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში აღარ იხმონ
Sportall.Ge