თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისში" წარდგენისას: ერთად ბევრ წარმატებას უნდა მივაღწიოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს "ანორთოსისმა" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ის რამდენიმე დღეა ახალ გუნდთან ემზადება და ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ გუნდს და მიხარია, რომ მის მაისურას ვატარებ. ერთად ბევრ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ეს დიდი ისტორიის მქონე, კარგი გუნდია. მინდა ამ ისტორიის ნაწილი გავხდე. "ანორთოსისს" ძალიან, ძალიან მაგარი ფანები ჰყავს. ბევრჯერ მიყურებია მათი ქომაგობისთვის. მინდა, ჩემი თამაშით გაგახაროთ და ჩემი წარმატება თქვენი წარმატება უნდა იყოს".

ოქრიაშვილი ბოლოს "კრასნოდარში" ასპარეზობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

"ანორთოსისში"
აგრეთვე გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და მურთაზ დაუშვილი ითამაშებენ, ხოლო მისი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.



მკითხველის კომენტარები / 9 /
"მაიკა" და "ბალელშიკობა" არა ოქრი, არა! ისე კი წარმატებას გისურვებ, რა თქმა უნდა.
ანორთოსისის ფანი
27 ივნისი 2019 00:23
1
უდავოდ კარგი ფეხბურთEლია, მაგრამ ინგლისური არ იცი, არ იცი, ქართულიც არ სცოდნია.:(
emigranti
26 ივნისი 2019 23:52
4
დავაკვირდი, ოქრიაშვილი მგონი ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის მიმართ, არასოდეს, არცერთი ჩემი კრიტიკული კომენტარი არ გაუშვით. ყველა იბლოკება. მაგრად გევასებათ ეტყობა თორნიკე თუ ახლობელია?
რატომ მიბლოკავთ
27 ივნისი 2019 04:31
3
ოღონდ ოქრის ეშველოს და არ დავეძებ სად წავა
ako
27 ივნისი 2019 18:12
0
ოქრი წარმატებები! მაგრამ ეს საუბარი რა ვერ ისწავლეთ ამ ფეხბურთელებმა, „ძაან“ „ბალენშიკობთ“ ცოტა დახვეწეთ რა ძმაკაცურად.
Megrel
25 ივლისი 2019 13:55
0
ოქრი გენაცვალე შეუბერე გაგვახარე გაიხსნები მე მჯერა შენი მთელი გულით გისურვებ წარმატებებს გმერთი შენკენ გაგვახარე
FOX
09 ივლისი 2019 06:48
0
ოქრი გენაცვალე შეუბერე გაგვახარე გაიხსნები მე მჯერა შენი მთელი გულით გისურვებ წარმატებებს გმერთი შენკენ გაგვახარე
FOX
09 ივლისი 2019 06:47
0
ოქრი გენაცვალე შეუბერე გაგვახარე გაიხსნები მე მჯერა შენი მთელი გულით გისურვებ წარმატებებს გმერთი შენკენ გაგვახარე
FOX
09 ივლისი 2019 06:46
0
5 ქართველი ერთად? იმედია გაგვახარებენ. წარმატებები
roma
27 ივნისი 2019 13:22
0

სიახლეები პოპულარული