თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისში" წარდგენისას: ერთად ბევრ წარმატებას უნდა მივაღწიოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს "ანორთოსისმა" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ის რამდენიმე დღეა ახალ გუნდთან ემზადება და ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ გუნდს და მიხარია, რომ მის მაისურას ვატარებ. ერთად ბევრ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ეს დიდი ისტორიის მქონე, კარგი გუნდია. მინდა ამ ისტორიის ნაწილი გავხდე. "ანორთოსისს" ძალიან, ძალიან მაგარი ფანები ჰყავს. ბევრჯერ მიყურებია მათი ქომაგობისთვის. მინდა, ჩემი თამაშით გაგახაროთ და ჩემი წარმატება თქვენი წარმატება უნდა იყოს".

ოქრიაშვილი ბოლოს "კრასნოდარში" ასპარეზობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

"ანორთოსისში"
აგრეთვე გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და მურთაზ დაუშვილი ითამაშებენ, ხოლო მისი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ოქრი წარმატებები! მაგრამ ეს საუბარი რა ვერ ისწავლეთ ამ ფეხბურთელებმა, „ძაან“ „ბალენშიკობთ“ ცოტა დახვეწეთ რა ძმაკაცურად.
Megrel
13:55 25-07-2019
0
ოქრი გენაცვალე შეუბერე გაგვახარე გაიხსნები მე მჯერა შენი მთელი გულით გისურვებ წარმატებებს გმერთი შენკენ გაგვახარე
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული