ვაკო ყაზაიშვილს აშშ-ში ვეღარ აჩერებენ - ამჯერად დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მე-16 ტურში დუბლი შეასრულა და "სან ხოსეს" "ჰიუსტონ დინამოსთან" 2:0 მოაგებინა.

ვაკომ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა და კალიფორნიელები დააწინაურა. ხოლო 75-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. ყაზაიშვილს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო კარგი დრიბლინგის შემდეგ, თუმცა მეკარემ აჯობა.

ვაკო 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "სან ხოსეს" მეორე ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა და საკუთარ გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.

ყაზაიშვილისთვის ეს მე-5 გოლი იყო ბოლო 3 შეხვედრაში, ხოლო გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში დიდი
პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა.

კალიფორნიული გუნდისთვის ეს სეზონში მე-6 გამარჯვება იყო და 22 ქულით დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში მე-6 ადგილზე არიან.

alt ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა და "სან ხოსე" თასის მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]

altუკვე მე-4 გოლი - ვაყო ყაზაიშვილმა აშშ-ში ისევ გაიტანა [VIDEO]



Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
აეგრე ვაკო ნუ დაგავიწყდება ვინ ხარ შენ, და ეხლა წესით ტოპ ლიგაში უნდა თამაშობდე შენ მაგრამ იქაც დაბრუნდებუ ჯერ კიდევ დრო გაქვს წინ
vighac
00:16 28-06-2019
0
იმოქმედა ნაკრებში არ გამოძახებამ. გადააფასა ალბათ რაღაც რაღაცები და შეძლებია როგორც ჩანს უკეთ თამაში
David
16:27 27-06-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული