ვაკო ყაზაიშვილს აშშ-ში ვეღარ აჩერებენ - ამჯერად დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მე-16 ტურში დუბლი შეასრულა და "სან ხოსეს" "ჰიუსტონ დინამოსთან" 2:0 მოაგებინა.

ვაკომ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა და კალიფორნიელები დააწინაურა. ხოლო 75-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. ყაზაიშვილს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო კარგი დრიბლინგის შემდეგ, თუმცა მეკარემ აჯობა.

ვაკო 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "სან ხოსეს" მეორე ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა და საკუთარ გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.

ყაზაიშვილისთვის ეს მე-5 გოლი იყო ბოლო 3 შეხვედრაში, ხოლო გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში დიდი
პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა.

კალიფორნიული გუნდისთვის ეს სეზონში მე-6 გამარჯვება იყო და 22 ქულით დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში მე-6 ადგილზე არიან.

alt ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა და "სან ხოსე" თასის მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]

altუკვე მე-4 გოლი - ვაყო ყაზაიშვილმა აშშ-ში ისევ გაიტანა [VIDEO]



Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
აეგრე ვაკო ნუ დაგავიწყდება ვინ ხარ შენ, და ეხლა წესით ტოპ ლიგაში უნდა თამაშობდე შენ მაგრამ იქაც დაბრუნდებუ ჯერ კიდევ დრო გაქვს წინ
vighac
28 ივნისი 2019 00:16
0
იმოქმედა ნაკრებში არ გამოძახებამ. გადააფასა ალბათ რაღაც რაღაცები და შეძლებია როგორც ჩანს უკეთ თამაში
David
27 ივნისი 2019 16:27
0
ამ ბიჭს უხდება კრიტიკა, იმედია ასე გააგრზელებს და ნაკრებს დაეხმარება უწინდებურად. დარწმუნებული ვარ ვაისი გამოიძახებს თუ ასე გააგრძელებს. წარმატებები.
roma
27 ივნისი 2019 13:18
0
ვაის შე ხეო ვაის!
შაკო
27 ივნისი 2019 11:17
7
კარგია რომ ვაკო ფორმაშია,იქნებ ისევ დაუბრუნდეს ევროპულ ფეხბურთს. კაშია უკვე ვეტერანია და კარიერის ბოლოსკენაა. ვაკოს კი შანსი აქვს ნორმალურ ევროპულ ლიგაში თავის გამოჩენის.
მერაბი
27 ივნისი 2019 10:50
0
კარგია, მაგრამ მესამეც უნდა შეეგდო! მაღალი კლასის ფეხბურთელია, არ უნდა გაჭირვებოდა!
aburjga
27 ივნისი 2019 10:42
1
საოცარი მატჩი ჩაატარა ვაკომ იმედია ერთა ლიგის ნახევარფინალებს კარგ კონდიციაში და ფორმაში შეხვდება! ფორვარდის უკან მშვენივრად თამაშობს ეს და ქვილითაიასთან დუეტში კარგი იქნება ✔
პირატი
27 ივნისი 2019 10:38
2
ასე გააგრძელე, შენი ფორმაში ყოფნა ჩვენს ნაკრებს სჭირდება წარმატებები
irakli
27 ივნისი 2019 10:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული