#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ალექსანდრე კობახიძე: "დნეპრში" კიდევ ერთხელ დაბრუნება ძალიან მიხარია

AutoSharing Option
ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე ოფიციალურად გახდა "დნეპრ 1"-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ლეგიონერი. თუმცა სანდროსთვის სულაც არაა უცხო გარემო დნეპრი; მოგეხსენებათ, წლების წინ ის "დნიპროში" თამაშობდა.

გაკოტრებული "დნიპრო" გაუქმდა, მის ნაცვლად "დნეპრი-1" ჩამოყალიბდა და სწორედ ახალი კლუბის ოფიციალურ საიტს მისცა ინტერვიუ კობახიძემ:

"ძალიან მიხარია, რომ ისევ დნეპრში ვარ. ჩემი დაბრუნების ინიციატივა კლუბის მთავარი მწვრთნელისა და ხელმძღვანელობისგან მოდიოდა. ანდრეი რუსოლთან (დირექტორი) პირველივე საუბარმა დადებითად განმაწყო, ჩვენ ხომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. განვიხილეთ პირობები, არანაირი პრობლემა არ ყოფილა და
ყველაფერი მალე გადავწყვიტეთ.

ხშირად ვსაუბრობ დმიტრი მიხაილენკოსთან (მთ. მწვრთნელი) და ის მიხსნის, თუ რა როლი მექნება გუნდში, ასევე ტაქტიკის ძირითად ნაწილს. გუნდში ძალიან კარგი ბალანსია, არიან როგორც გამოცდილი ფეხბურთელები, ისე ნიჭიერი ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, კონკურენციაც სრულიად ნორმალურია და ეს ასეც უნდა იყოს, როცა ძირითადში მოსახვედრად გამოცდილი ფეხბურთელი კონკურენციაში ახალგაზრდასთან შედის. ყველა ნორმალურ კლუბში ასე ხდება და ამაში ცუდი არაფერია", - გადმოსცემს კობახიძის სიტყვებს საიტი.

კობახიძე ბოლოს "ვორსკლაში" თამაშობდა, სადაც 36 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge