ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს. აჭარულმა კლუბმა ქუთაისის "ტორპედოდან" კიდევ ერთი მოთამაშე - ლევან გეგეჭკორი დაიმატა.

როგორც ბათუმელთა Facebook-გვერდი იუწყება, 25 წლის მარჯვენა მცველმა 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "დინამოში" 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

ლევან გეგეჭკორი აჭარული კლუბის ღირსებას 2016-17 წლებშიც იცავდა. ის "დინამოში" 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის მცველი ქუთაისის "ტორპედოს" რიგით მეორე ფეხბურთელია, ვინც კარიერა ბათუმში გააგრძელა. რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" მამუკა კობახიძეც შეუერთდა.

altუკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

altოფიციალურად: ლადო

დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

alt"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
გადმოსვლას თუ აპირებდა რაღას გაუტანა კილომეტრიდან გოლი ალავიძეს :-) :-) :-)
.......
28 ივნისი 2019 18:39
1
და რატო უნდა ითამაშოს დინამომ ტორპედოს მაგივრად უკეთესი გუნდია? მეოთხე თამაშსაც მოვიგებთ ქუთაისში და ასე მგონია ზოგი ჭირი მარგებელიაო უფრო უკეთეს შედეგს დადებენ ეს ახალგაზრდა ბიჭები
75
29 ივნისი 2019 19:08
1
და ტოროედოს ნაცვლად ბათუმის დინამომ რომ ითამაშოს არა?
ბოკინიი
28 ივნისი 2019 18:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული