"შერიფი" ძლიერდება - "საბურთალოს" მეტოქემ 5 ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ევროტურნირების დაწყებამდე 10 დღეღა რჩება და კლუბები საბოლოო შემადგენლობებს აკომპლექტებენ.

ბოლო პერიოდში 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა ტირასპოლის "შერიფმა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "საბურთალოს" მეტოქეა.

მოლდოვურმა კლუბმა 2 მცველი, 2 ნახევარმცველი და 1 ფლანგის შემტევი დაიმატა.

თურქეთის რანგით მეორე ლიგის "ოსმანლისპორის" 26 წლის სენეგალელი უსმან ნ'დიაე "შერიფის" დაცვის ცენტრს გააძლიერებს, მან გასულ სეზონში თურქეთის პირველ ლიგაში 15 შეხვედრა გამართა.

ტირასპოლში გააგრძელებს კარიერას კრაკოვის "ვისლას" 26 წლის მარჯვენა მცველი მატეი პალჩიჩი, რომელმაც გასულ სეზონში პოლონური ექსტრაკლასას 12 შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა და 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მას სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.

ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებს 28 წლის არტემ ჰორდიენკო, რომელმაც 2018-19 წლების სეზონი ლუგანსკის "ზორიას" რიგებში გაატარა. მან პრემიერლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"შერიფის" ღირსებას დაიცავს ბაჩანა არაბულის ყოფილი თანაგუნდელი ლირიდონ ლატიფი, ალბანელი მარჯვენა ნახევარმცველმა უნგრეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. მას ალბანეთის ეროვნულ ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ტირასპოლელთა ჯერჯერობით ბოლო ტრანსფერი კი ხორვატიული "ოსიეკიდან" განხორციელდა, 29 წლის ხორვატი შემტევი გაბრიელ ბონანი გასულ სეზონში განსაკუთრებული შედეგიანობით არ გამოირჩეოდა.

მან ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში 25 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ტირასპოლის "შერიფისა" და "საბურთალოს" დაპირისპირების პირველი მატჩი 10 ივლისს, 21:00 საათზე მოლდოვაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გადაგვივლიან სამწუხააროთ ძალიან ძლიერი გუნდი ყვათ !
sherifi
01 ივლისი 2019 22:37
4
გიორგი ბერიძის დამატებაც შეიძლება გენტში ვერ იმკვიდრებს თავს საბურთალო კი მაგრად გააძლიერებდა მისთვისაც არ უნდა იყოს ცუდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში
ვასიკო
01 ივლისი 2019 21:13
6
მჭედლიძე, ჯიღაური, ძარია, მჭედლიშვილი მარჯვენა მცველი რო იყო ხორვატიაში, ოთხივე თავისუფალი აგენტია უკვე და იქნებ იჩალიჩოთ რა ამათზე, მჭედლიძე თუ არა დანარჩენ სამზე მაინც უნდა ცადოთ :)
K
01 ივლისი 2019 12:18
1
ყენია და ვაწაძეც
akaki
01 ივლისი 2019 15:12
2
კუპატაძე, ქოჩორაშვილი და გიორგი ჭანტურია გამომრჩა. Transfermarkt-ის მიხედვით ისინიც უგუნდოდ არიან და თანაც სამივე საბურთალოს აღზრდილია.
K
01 ივლისი 2019 13:36
0
მე საბურთალოს იმედი მაქვს
შაკო
01 ივლისი 2019 11:40
0
დიდი ვერაფერი ტრანსფერებია, ვერცერთი ვერც სტაბილურობით და შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, საიდანაც მოვიდნენ იქაც მეორე ხარისხოვანი როლი ჰქონდათ... პლიუს ამას ესე მოკლე დროში ვერ შეთამაშდებიან და ამას უკვე შერიფის გაძლიერებას ვერ დავარქმევთ... ისე მაგარი ინტერნაციონალური გუნდია შერიფი თორე როგორც ჩვენ იმდენი ადგილობრივი რო ჰყავდეთ მაგათაც, უკვე გარკვეული იქნებოდა გამსვლელის ვინაობა ;) ... წარმატებები ჩვენს ჩემპიონს . გაბედავა უნდა შეთამაშდეს სასწრაფოდ !
nika
01 ივლისი 2019 11:17
1

სიახლეები პოპულარული