#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ვიტ ჯორჯიამ" გაუძლო და "ჩიხურასთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
2 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში "ვიტ ჯორჯიასა" და "ჩიხურას" მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი "ჩიხურას" უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველ ტაიმში კარგი მომენტი დეკანოიძემ ვერ გამოიყენა, შესვენების შემდეგ საჩხერელებმა ოთხჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, შეხვედრის დასასრულს კი "ვეტერინარები" აპელირებდნენ, რომ საჯარიმოში ბურთი ხელზე მამასახლისს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - ჩიხურა 0:0

ვიტ ჯორჯია (4-4-2): ლევან ისერგიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ანდრო ნემსაძე, რევაზ ჩიტიშვილი (ბექა აშორდია 55), ზვიად ნაჭყებია, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ირაკლი ზარიძე (გიორგი გვასალია
89), გიორგი ვასაძე, ზურაბ მუსელიანი, თორნიკე მუზაშვილი (ბექა გუგბერიძე 46)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

ჩიხურა (4-2-3-1): დინო ჰამზიჩი (კ), რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, დავით მეგრელიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი (მიხეილ ერგემლიძე 69), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (ირაკლი კამლაძე 89), გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე (ირაკლი ლექვთაძე 70)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

Sportall.Ge