კარგი ამბავი - ლუკა ზარანდია ბელგიურ გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია პოლონური "არკადან" ბელგიურ "ვარეგემში" გადავიდა.

ზარანდიას ბელგიურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კლუბი ზარანდიას ახასიათებს როგორც პერსპექტიულ და კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელს, რომელიც 18 წლის ასაკში "გენკში" იმყოფებოდა და "არკაში" 2.5 წლის განმავლობაში თავი დადებითად წარმოაჩინა.

"მინდა, ბელგიაში ამჯერად უკეთ ვითამაშო. პოლონეთში შეძენილი გამოცდილება ამაში დამეხმარება", - განუცხადა ზარანდიამ კლუბის საიტს.

ზარანდია "არკას" დაემშვიდობება და ახალ გუნდს შაბათს შეუერთდება.

"ვარეგემი" ბელგიის გასულ ჩემპიონატზე მე-11 ადგილზე გავიდა.



მკითხველის კომენტარები / 7 /
მილიონი ევრო გადაიხადა ვარეგემმა. წესით ძირითადში მოიაზრება, ვნახოთ
შაკო
03 ივლისი 2019 12:21
0
ქართველო ფეხბურთელებო, მიბაძეთ ლუკას! დაიმსახურა ამ ბიჭმა უფრო მაღალ დონეზე თამაში და თუ ბელგიაშიც გამოიჩენს თავს, მერე უკვე შეიძლება ტოპ ჩემპიონატში ან თუნდაც იმავე დონის პირველობაზე ტოპ გუნდში მოხვდეს (მაგ. ანდერლეხტი, აიაქსი და ა.შ)
qomagi
03 ივლისი 2019 11:18
0
კარგია ნელნელა ევროპას ვეჩვევით და მალე ტოპ-5 ის ფეხბურთელებიც გვეყოლება, წარმატებები ზარანდიას ღმერთი შენსკენ. მჭედლიშვილის ნამდვილად გამიკვირდა ლატვიაში რატომ წავიდა მაგათზე უკეთესე ჩემპიონატი ჩვენ გვაქვს ნამდვილად.
roma
03 ივლისი 2019 10:51
0
ვაა ლუკიტო დაბრუნდა, რას ასწორებს ბელგიაში
jigaro
02 ივლისი 2019 21:23
0
ყოველთვის გამორჩეულად მომწონდა ეს გუნდი ბელგიაში, რომ იტყვიან სახლის გუნდია არ ახარებს არავის. კონტრზე თამაშობენ სასწაულად ვისაც ნაყურები აქვს დამეთანხმება. წარმატებები ლუკა საშენო გუნდია ნამდვილად ამ ეტაპისთვის.
ყოჩაღ
02 ივლისი 2019 20:47
0
კარგი ძალიან ლუკა ბელგიაში რო წახვედი
წარმატებები
Juba
02 ივლისი 2019 20:40
0
Es win gadadgmuli nabijia,gamexarda.mwedlihvilma Gili damwyvita.
Gigo
02 ივლისი 2019 20:22
0

სიახლეები პოპულარული