ეროვნული ლიგა. XXI ტური: თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 2:1 მოუგო.

ანგარიში დებიუტში მასპინძლებმა გახსნეს - კუტალიას თავური ალავიძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას პაპავამ დაასწრო. შუა პირველ ტაიმში ფლამარიონიმ საჯარიმოდან საპასუხო გოლი გაიტანა.

82-ე წუთზე დაფე ბათუმელთა საჯარიმოში შეიჭრა, კუტალიას უპასა და ამ უკანასკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა და პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 გიორგი პაპავა (4), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (26), 2:1 ლევან კუტალია (82)

დინამო
(თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, აკაკი შულაია (არფანგ დაფე 73), გიორგი პაპავა, გიორგი ქიმაძე, ლევან შენგელია (კ) (გიორგი კუხიანიძე 90+2), ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე (ბაქარ ქარდავა 86), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (გიორგი ილურიძე 85), გაბრიელ რამოსი, გიული მანჯგალაძე (ვალერიან თევდორაძე 90+2), ნიკოლოზ საბანაძე (ვლადიმერ დვალიშვილი 46), ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტორპედო თამაშობდა მეგონა, ორივე გუნდში ლიდერები არიან: ქიმაძე, კუტალია, დაფე, საბანაძე, კობახიძე, გეგეჭკორი . . .
TORPEDO
13:16 04-07-2019
3
ბათუმელთა დაცვა საშინელ დღეშია,ორივე გოლი დაცვის ძალიან უხეში შეცდომის შედეგი იყო,ალავიძე რომ არა ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა,თუ ეს არ გამოსწორდა არაფერი გამოვა
aslan
09:31 04-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული