კახა ჩხეტიანი: მინდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს - პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ღირსებას ვიცავთ

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/FcTorpedoKutaisi1946

ქუთაისის "ტორპედო" 11 ივლისს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე კახა ცხადაძის "ორდაბასი" იქნება.

Sportall.ge ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და მომავალი დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.

- ბოლო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივთან" (0:2) დამარცხდა, რას გვეტყვით აღნიშნულ შეხვედრაზე?
- წაგების მიზეზზე რა შემიძლია გითხრათ?! ალბათ, ის, რომ 10 ფეხბურთელი წავიდა და რთულია, ასეთ დროს ითამაშო. მაგრამ ვფიქრობ, რომ წასაგები მატჩი მაინც არ იყო.

- 1 კვირა რჩება "ორდაბასთან" მატჩამდე. რას ფიქრობთ მეტოქეზე, როგორ შეაფასებთ შანსებს,
იმ ფონზე, როდესაც თქვენი გუნდი მნიშვნელოვნად შესუსტდა?

- ძალიან ძლიერი გუნდია, ურთულესი თამაში გველოდება. ამ დღეებში რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ შეხვედრისთვის მოვემზადებით.

ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება და ვეცდებით, რომ შეთამაშება მოვახერხოთ. ამ დღეებში კიდევ საქართველოს ჩემპიონატის კლუბებიდან ახალი ფეხბურთელები შემოგვიერთდებიან.

- როგორ მდგომარეობაშია როინ კვასხვაძე? დიდი ხანია მოედანზე არ გვიხილავს...
- უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, უკეთესად არის. შესაძლოა, ითამაშოს.

- მიუხედავად იმისა, რომ 10-მა ფეხბურთელმა უკვე დაგტოვათ, ხომ არ არის იმის შანსი, რომ "ორდაბასამდე" "ტორპედოდან" ვინმე სხვაც წავიდეს?
- ამაზეც ვერაფერს გეტყვით. იმის თქმა შემიძლია, რომ ბუდუ ზივზივაძეს აქვს ტრავმა, ტრავმირებულია გრიგოლ დოლიძეც, რომელიც "ორდაბასთან" პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება.

ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც შანსი მიეცემათ, ყველაფერს გააკეთებენ.

- რა მიზანს ისახავს ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე?
- რა შემადგენლობითაც არ უნდა ვიყოთ, ერთადერთი მიზანი გვაქვს - შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველა ფეხბურთელი, ვინც მოედანზე გავა, ამისთვის იბრძოლებს. ურთულესი იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევარცხვინოთ ჩვენი გულშემატკივარი, ქალაქი და ქვეყანა.

ყველამ იცის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, მაგრამ მინდა აქედანვე ვუთხრა ფეხბურთელებს: პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ღირსებას ვიცავთ, ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.

იმედი მქონდა, რომ ევროტურნირებისთვის ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვაგვარად მოხდა. მინდა ყველა კლუბს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ვუსურვო, მაგრამ პირველ რიგში - სტაბილურობა. ეს წარმატების პირველი გარანტია!

მკითხველის კომენტარები / 8 /
სვანური გენია შენში კახა, ერთგულება ძარღვებში გიჩქეფს.
ბექნუ
00:30 06-07-2019
2
როგორი საქმის პროფესიონალი, ტორპედოს სიყვარულით სავსე და როგორი კარგი მწვრთნელია უბრალოდ არ მჯერა, რომ ასეთი გუნდი დაუშალეს კაცს და მაინც არ ყრის ფარ-ხმალს.. სირცხვილი ჩაჩავას.. იმედია ქუთაისელები "მოთხოვენ" ჩაჩავას პასუხსაც :)) ჩხეტიანი, ჭიაბრიშვილი, ფრუიძე, გეგუჩაძე ბევრს იმსახურებენ ეს მწვრთნელები.. გენაცვალეთ.. წარმატებები ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე
პ.ს. ბათუმის დინამო!
ზუზუ
17:57 05-07-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული