ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბმა ქართველ შემტევთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის მიხედვით, ყაზანურ კლუბში 2024 წლამდე ითამაშებს. კონტრაქტის დანარჩენი დეტალები უცნობია.

ხვიჩა ჯერ მხოლოდ 18 წლის გახლავთ, ის 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა და გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა. ეს კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გააკეთა, სადაც ბოლოს თამაშობდა. მოსკოვურ კლუბამდე ხვიჩა თბილისის "დინამოსა" და "რუსთავის ღირსებას იცავდა.

ხვიჩა კვარაცხელიას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში.
მან 7 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
5 წლიანო კარგი, თუ ცუდია,
მაგას ეხლა ვერ ვიტყვით, ეგ მერე გამოჩნდება. აქ მთავარი ისაა, რომ კორუფციული გარიგება შედგა. ნახევარი მილიონი ხვიჩას (ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს) და 3 მილიონი ევრო - მის აგენტს მამუკა ჯუღელსო. (მაგის ნამდვილი სახელი ივანე ჯუღელია. ადრე თამაშობდა ფოთის კოლხეთში). ეგ სამი მილიონი უნდა მოხმარებიდა რუსთავს, რომელმაც კონტრაქტი გაუწყვიტა ხვიშას სამი დღით ადრე. მაგარი ლოგიკაა ჰო - ფეხბურთელში სამ მილიონი უნდა აიღო და კონტრაქტს უწყვიტავ ამ ფულს კი უთმობ ვიღაც საეჭვო რეპუტაციის აგენტს. რეალურად ვიღაცეების ჯიბეებში წავიდა ის სამი მილიონი. ასეთი კორუფცია რომაა, იმიტომ ეტირა ქართულ ფეხბურთს დედა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფცუილი სააგენტოს სამუშაოა აქ.
ჯეკო
06:35 07-07-2019
2
5წელი რა ამბავია?ალბათ თავისი თავის პროგრესის არ ეიმედება?სკამზეც რო იჯდეს მერე ხელფასს ხო მაინც აიღებს
ალბათ ესეა?
19:40 06-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული