#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
დინამოელთა შემადგენლობაში ორი ახალწვეულია.

გუნდის ღირსებას 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა დაიცავს. იგი დონეცკის "შახტარის" აღზრდილია, ბოლოს კი "ობოლონში" გამოდიოდა. შიშკას უკრაინის ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში აქვს ნათამაშები.

ასევე "დინამოს" ღირსებას 23 ფორვარდი მათე კვირკვია დაიცავს. იგი ბოლოს ბათუმის "დინამოში" გამოდიოდა, მანამდე კი ახალგაზრდა თავდამსხმელი "ვიტ ჯორჯიაში", "ზესტაფონში", გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში" და "რუსთავში" ასპარეზობდა. მათე კვირკვია ასევე საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრები გუნდების ღირსებასაც იცავდა.

ორივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 6 თვე + 1 წლით გააფორმა.

fcdinamo.ge

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ