რა ხდება "ჩიხურაში" ევროპა ლიგამდე 2 დღით ადრე? - Sportall.ge სოსო ფრუიძეს ესაუბრა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საჩხერის "ჩიხურა" ხუთშაბათს, 11 ივლისს, სტუმრად, "ფოლა ეშის" წინააღმდეგ ლუქსემბურგში გამართავს.

იმის გასაგებად, თუ რა ვითარებაა კლუბში, Sportall.ge საჩხერელთა მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა.

- მოგესალმებით ბატონო სოსო. გვაინტერესებს რა მდგომარეობაა გუნდში ლუქსემბურგში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე?
- გუნდი ევროპა ლიგის პირველი ეტაპის მატჩისათვის მოსამზადებელ პროცესს გადის. "ჩიხურა" ბიძინა მახარობლიძემ დატოვა და ის კარიერას "ლოკომოტივში" გააგრძელებს. თუმცა, იგივე "ლოკომოტივიდან" ჩვენ რატი არდაზიშვილი შემოგვიერთდა. ტრავმა აქვს თორნიკე მუმლაძეს და ის "ფოლასთან" მატჩში ვერ დაგვეხმარება.
დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და სრული დატვირთვით ემზადებიან.

- რას იტყვით მოწინააღმდეგეზე, რამდენად რთული მეტოქეა "ფოლა"?
- ვნახეთ ამ კლუბის თამაში, შევისწავლეთ მათი ტაქტიკა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბრუთელმა დატოვა, თუმცა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული ჰყავთ.

"ფოლას" ძლიერი მხარეებიდან ფლანგებიდან შეტევებს გამოვყოფდი. ასევე, გუნდი ძალიან კარგად იყენებს სტანდარტულ მდგომარეობებს. ვერ ვიტყვი, რომ დაუმარცხებელი გუნდია და "ჩიხურას" ამ ბარიერის დაძლევა არ შეუძლია. მთავარია, თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივცეთ და მათი სუსტი მხარეები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

აქვე, წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ქართულ კლუბს, როგორც ევროთასების პირველ ეტაპზე, ისე დანარჩენ შეხვედრებში.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, შეხვედრა ხუთშაბათს, 11 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩიხურა გავა ჯგუფურ ეტაპზე,,,,ნახეთ თუ არა!!!!
jaba
09 ივლისი 2019 10:11
0
ჯერ მათი ტაქტიკა არ გეიშვა და მერე თქვენი შესწავლილი...
goga
08 ივლისი 2019 17:51
12
გუნდის მთავარი გამტანი ფეხბურთელი ბიძინა მახარობლიძე იყო და რა ლოგიკით გაუშვით ზედ ევროტურნირების გამო? გოლი ვინ უნდა გაიტანოს? ეთამაშა საკვალიფიკაციო და შემდეგ წასულიყო სადაც უნდა. რა ლოგიკით ხდება ასეთი გადაწყვეტილებები?
ლოგიკა
08 ივლისი 2019 17:31
0
თუ იგეგმება პირდაპირი რეპორტაჟი რომელიმე არხზე? მოგვაწოდეთ ინფორმაცია
zvio
08 ივლისი 2019 17:04
0
არა
არა
08 ივლისი 2019 17:11
1

სიახლეები პოპულარული