ვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ "რუბინში" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ხვიჩას ინტერესები აგენტებმა შეიწირეს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული ვიყავით.

ვიცი, სიომინი მას ისე აღიქვამდა, როგორც მომავალ ვარსკვლავს, ჯერ კიდევ გერკუსისას (კლუბის ყოფილი პრეზიდენტი - რედ.) საუბრობდა ამაზე.

თუმცა, არ არის ხვიჩას დადანაშაულება საჭირო. მის ისტორიაში დამნაშავენი აგენტები არიან, რომლებმაც უცბად ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ალბათ, საჭირო იყო შეთანხმების უფრო მკაცრად შესრულება მომეთხოვა, ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.

თუ საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, ის აგენტებმა წაიყვანეს. არ მესმის, როგორ...
ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას მეურვეობა.

ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი. ძალიან სამწუხაროა, რომ წავიდა", - ციტირებენ კიკნაძეს sports.ru და championat.com-ი.

altრამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?

altოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

altნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

alt"ლოკომოტივის" ექს-პრეზიდენტი: ესმოდა კი, ხვიჩას, რას აკეთებდა?

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
Sufta portuli tvalsazrisit dzalian didi shecdoma daushva da ukan gadadga nabiji liga evroliga rusetis ert ert lideri gundi shenze imedebis damyareba da uceb imedebs ucrueb gunds mcvrtnels romelic qarvelebze dzalian dadebiti shexeduleba aqvs 18 clis asakshi 5000 evrozec unda datanxmebodi lokomotivs sezonurad gazrdili xelfssit ase tuise evrop chempionatze gamocdilebas da ufrometi yuradgebis qvesh iqnebodi da kidev rusebi sam qartvels ertad ar atamashebs tan datunashvili da xvicha eti flangis fexburtelebi arian 5 celi unda iyo gindshi romelic gadasarchenad ibrdzvis, tumartalia agentebze rac icereba imedia qartveli fexburtelebi mag agentebs ar gaekarot...
Va-Le
10 ივლისი 2019 15:32
0
აი ნახეთ ეს კვარაცხელია ასეთი უმადურობისთვის თუ ჯანოს ბედი არ გაიზიაროს და მუდამ პერსპეკტიულად არ დარჩეს.
აგენტი 007
10 ივლისი 2019 15:20
1
ზოგადად ჯობია რუსეთის მაგივრად , საშუალო ევროპულ კლუბს და ნაკლებ ხელფასს დასთანხმდებოდა , მაგრამ თუ ეგ ვარიანტი არ ქონდა , საბასთვის მაინც ეკითხა , როგორ ამოათრი ჭაობიდან სიომინმა და ერთ-ერთ საუკეთეო მცველად აქცია ერთ ერთ სეზონში , რატომ გონია რომ რუბინი იგივეს არ იზავს მის შემთხვევაშიც ? იმედია გამონაკსი შემთხვევა იქნება და წარმატებული კარიერა ექნება .
ATP 16
10 ივლისი 2019 15:15
0
ხვიჩას მამაც საფეხბურთო სპეციალისტია.დარწმუნებული ვიყავი,რომ კარგად იცოდა რასაც აკეთებდა.არ ვიცი,ან ხვიჩასი არ სჯერათ,ან სიხარბემ სძლიათ.თვითონ რუსთავთან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე კონტრაქტის გაწყვეტაც,ძალიან საეჭვოდ მოჩანს.ვიღაცეები აშკარად კაპიკებს გამოეკიდნენ,საკუთარ ჯიბეში.
სოსო
10 ივლისი 2019 14:59
0
იგივე თქვა ამ კაცმა რასაც მე ვქიფრობ და აქაც არა ერთხელ უთქვავთ, რომ რბილად რომ ვთქვა ძალაინ გასაკვირვი არჩევანი გააკეთა ამ უდავოდ საფეხბურთო ნიჭის მქონე ბიჭმა. კარგი, თვითონ ჯერ პატარა ბიჭია და არა სპორტსმენი, ფეხბურთელი და ამიტომ არ ივის რა არის კარგი მისთვის როგორც ფეხბურთელისთვის და რა არის ცუდი, მაგრამ მამამისი ხომ ყოფილი ფეხბურთელია. რას აკეთებდა იმ დროს როცა აგენეტები თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ ამ ბიჭს? საწყენია.
გიორგი
10 ივლისი 2019 14:58
0
გმერტმა ნუ ქნას მაგრამ რუბინი დაბალი დონეა და ისევ რუსტავსჰი არ მოუციოს დაბრუნება.
bajo
10 ივლისი 2019 12:32
1
ოღონდ მოეთბოთ ხელი და ტოსკშიც გაუშვებდნენ! არ შეიძლება ახალბედა ტალანტის ბედით ასეთი მანიპულირება!
მერაბი
10 ივლისი 2019 12:16
0
როცა მწვრთნელი 100% შენს მხარესაა, ამაზე დიდი ბედნიერება ფეხბურთელისთვის არ არსებობს, სიომინი ნაღდად მაგარი კაცია და ნორმალური მწვრთნელი, ლოკოს ფინანსურადაც უფრო ძლიერია, ვიდრე რუბინი, რაღაც მამაშვილურად უყურებდა მგონია ხვიჩას ეგ კაცი, რა ვიცი, მეც მინდა, რომ არჩევანი სწორი გამოდგეს, მაგრამ სიომა მაგარი კაცია.
10 ივლისი 2019 11:46
0
ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას მეურვეობა.----როგორ არ უნდა დაეთანხმო კიკნაძეს, საერთოდ არ არის გამორიცხული რომ რუბინი გავარდეს პრემიერლიგიდან.
დემე
10 ივლისი 2019 10:55
0
ნეტა ვცდებოდე ,მაგრამ ვფიქრობ ხვიჩა არჩევანში შეცდა.
Jordan Beli
10 ივლისი 2019 10:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული