#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ "რუბინში" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ხვიჩას ინტერესები აგენტებმა შეიწირეს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული ვიყავით.

ვიცი, სიომინი მას ისე აღიქვამდა, როგორც მომავალ ვარსკვლავს, ჯერ კიდევ გერკუსისას (კლუბის ყოფილი პრეზიდენტი - რედ.) საუბრობდა ამაზე.

თუმცა, არ არის ხვიჩას დადანაშაულება საჭირო. მის ისტორიაში დამნაშავენი აგენტები არიან, რომლებმაც უცბად ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ალბათ, საჭირო იყო შეთანხმების უფრო მკაცრად შესრულება მომეთხოვა, ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.

თუ საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, ის აგენტებმა წაიყვანეს. არ მესმის, როგორ...
ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას მეურვეობა.

ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი. ძალიან სამწუხაროა, რომ წავიდა", - ციტირებენ კიკნაძეს sports.ru და championat.com-ი.

altრამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?

altოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

altნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

alt"ლოკომოტივის" ექს-პრეზიდენტი: ესმოდა კი, ხვიჩას, რას აკეთებდა?

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ