არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
იმედია ლიგაზე თუ არა ევროპალიგაზე მაინც გავალთ.დონემ აშკარად მოიმატა.და იმედია ევროპულ კლუბებში წავლენ ეს ბიჭები ოღონდ არა რუსეთში
Buxrika
11 ივლისი 2019 11:31
2
ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ!!! ძაან გაგვახარეთ :):):)
sormona
11 ივლისი 2019 09:50
2
დილას რომ გავიღვიძე, პირველი რაც ვიფიქრე, რა კარგი საზმარი ვნახე თქო. მერე გამახსენდა თქვენი დახმარებით თამაშსაც რომ ვუყურე - რისთვისაც დიდი მადლობა. სანამ ინტერნეტში არ ვნახე შედეგები, მაინც არ მჯეროდა. ჰო და შევძახე - აწი მაინც ვისაც გვჯერა გაგვატარეთ! გაიხარეთ ბიჭებო! თქვენ დღევანდელ საცოდავ საქართველოს სიხარული აჩუქეთ! თქვენ იმედი დაუბრუნეთ ერს! თუ ფეხბურთში გვეშველება რამე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში რატომ არ შეიძლება გვეშველოს?! ყოჩაღ საბურთალო! წარმატებებს გისურვებთ! ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს მრავალი სხვა მიღწევებისთვის!
alexandre
11 ივლისი 2019 11:25
1
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას ასე გააგრძელეთ, ვინ უარყოფით კომენტარებს წერთ არ გრცხვენიათ? იმის მაგივრად რომ მიულოცოთ ბიჭებს გამარჯვება და წარმატებები უსურვოთ რამ გაგბოღმათ ასე, ზაგრებთანაც მოვიგებთ და მერე ხმა აღარ გექნებათ ამოსაღები მაგრამ ბოღმებს ისიც არ გაგიხარდებათ, ქართველები ხართ და ქართველების გამარჯვება როგორ არუნდა გაგიხარდეთ, დღევანდელი მოგება გაგიხარდეთ და ხვალინდელ თამაშზე ხვალ ილაპარაკეთ, გრცხვენოდეთ კრიტიკოსებო ნუ იბოღმებით.
beso
11 ივლისი 2019 11:03
0
არის ძალები და მათი მომხრეები, რომელთაც მხოლოდ 1 ამოცანა აქვთ: რაც შეიძლება ცუდათ იყოს საქართველო, ყველაფერი დანგრევამდე მივიდეს, რომ შესძახონ - მხოლოდ ჩვენ გიშველით!!! წყეულიმც იყვნენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
alexandre
11 ივლისი 2019 11:44
0
ვულოცავ ბიჭებს და რა რეალობაში ვართ გამოჩნდება თბილისურ თამაშში უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი წინ საბურთალო.
samtredski
11 ივლისი 2019 09:29
0
რამხელა სიხარულია თუნდაც შერიფის დამარცხება,წინ საბურთალო, გაიხარეთ.
ზურაბი
11 ივლისი 2019 09:03
0
მე მოვდივარ 18-ში თქვენს საგულშემატკივროდ! შარშან ევროპა ლიგის ტორპედოს თამაშზე მთელი საბურთალოს კლუბი იჯდა ჩვენს საგულშემატკივროდ და ვალში ვგრძნობ თქვენს წინაშე თავს. მინდა რომ აქაც გაანგრიოთ მოლდოველები! წარმატებები!
ქუთაისელი
11 ივლისი 2019 15:16
0
ის ხალხი სადაა, საბურთალო ხუთით ნულს წააგებსო, რო იბოღმებოდნენ?
გიორგიპირველი
11 ივლისი 2019 08:22
2
ყოჩაღ საბურთალო! ლაშა დვალიშვილო შენ ხარ ბოღმიანი არსება.საბურთალოზე,რომ იძახდი ბოლო ტურში ეხლა გადავიდეთ ნამდვილ ფეხბურთზე,კოპა ამერიკაზეო. გაჩვენეს რა არის მამდვილი ფეხბურთი ბიჭებმა,მაგრამ შენ ბოღმისგან თვალები გაქვს დაბინდული და მაგ გამარჯვებასაც ვერ შეირგებ,უპოვნი მიზეზებს და გააკრიტიკებ.შენი მეგობარი ფეხბურთის ექსპერტი გრიშა მომიკითხე.თქვენს ჯინაზე აუცილებლად განვითარდება ქართული ფეხბურთი
:-)
11 ივლისი 2019 08:03
1
მართლაც ძალიან გაგვახარა "საბურთალომ". კარგა ხანია ჩვენს კლუბებს ასეთი სიხარული არ მოუტანია... უმორჩილესი თხოვნა მექნება - არ მოდუნდნენ, არ ჩათვალონ, რომ უკვე "შერიფთან" შეჭიდება დასრულდა...
და კიდევ - სასტიკად არ მომწონს ამ პუბლიკაციის სათაური. მეტი პატივისცემა გვმართებს მეტოქის მიმართ, თუმდაც შევძელით მისი დამარცხება...
სიმართლის მოყვარული
11 ივლისი 2019 04:40
1

სიახლეები პოპულარული