არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
იმედია ვაისმა უყურა ამ მატჩს და ისევ თარაზიდან აღარ გამოიძახებს ელგუჯა ლობჟანიძეს კოხრეიძე მანამდე უნდა გამოეძახებინა ასეთი ფორვარდი სჭირდება საქართველოს ნაკრებს
ვასიკო
11 ივლისი 2019 10:41
1
ფორცა საბურთალო, გაიხარეთ ბიჭებო, იმ სხარულისთვის რაც წუხელ მოგვანიჭეთ ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს. მადლობა მთელ კლუბს.
გიზოგ
11 ივლისი 2019 10:19
0
kochag saburtalos, rogorc ikna gadavlaxet moldovuri barieri, romelic gadaulaxavi iko kartuli gundebistvis clebia, madloba titoeul pegburtels tavdadebistvis, ase gaagrzelet bichebo, aseti tamachit zagrebsac davdebt bechebze,carmatebebs gisurvebt da gilocavt am udides gamarjvebas.
KUTAISELI
11 ივლისი 2019 10:17
0
აი რას ნიშნავს, როცა გუნდი შეკრულ-შეთამაშებულია და მეგობრული კოლექტივია კარგი მწვრთნელით. და კიდევ 5 სავარაუდო მეტოქე რო ამოვიდა, ვნატრობდი ნეტავ შერიფი ან დიუდელანჟი შეგვხვდეს მეთქი და ზოგი არ მეთანხმებოდა.
შაკო
11 ივლისი 2019 10:03
0
ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ!!! ძაან გაგვახარეთ :):):)
sormona
11 ივლისი 2019 09:50
2
ვულოცავ ბიჭებს და რა რეალობაში ვართ გამოჩნდება თბილისურ თამაშში უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი წინ საბურთალო.
samtredski
11 ივლისი 2019 09:29
0
ვულოცავ ბიჭებს და რა რეალობაში ვართ გამოჩნდება თბილისურ თამაშში უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი წინ საბურთალო.
samtredski
11 ივლისი 2019 09:29
0
რამხელა სიხარულია თუნდაც შერიფის დამარცხება,წინ საბურთალო, გაიხარეთ.
ზურაბი
11 ივლისი 2019 09:03
0
ის ხალხი სადაა, საბურთალო ხუთით ნულს წააგებსო, რო იბოღმებოდნენ?
გიორგიპირველი
11 ივლისი 2019 08:22
2
შერიფში ბევრი ახალი მოთამაშეა,შეთამაშება დააკლდებათ და ეს ჩვენი შანსია მეთქი ვფიქრობდი,თანაც წესით არც ფიზიკურად უნდა ყოფილიყვნენ ისინი ბოლომდე მომზადებულები,მაგრამ საბურთალომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.ყოჩაღ ბიჭებო.გილოცავთ წარმატებულ დებიუტს და ასევე წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც.იმედია თბილისელი მაყურებელი,ახლა მაინც მივა სტადიონზე
სოსო
11 ივლისი 2019 08:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული