არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
მომკალით და არ მჯერა.მატჩის ანგარიში დიდ ეჭვს ბადებს...!!!
გიოშა
11 ივლისი 2019 08:04
23
))) დიზლაიკის დამწერნო პროფესორებო-ყველაფერს წყვეტს ფული!!! ვეღარ გაიგეთ???
გიოშა
11 ივლისი 2019 10:33
11
ყოჩაღ საბურთალო! ლაშა დვალიშვილო შენ ხარ ბოღმიანი არსება.საბურთალოზე,რომ იძახდი ბოლო ტურში ეხლა გადავიდეთ ნამდვილ ფეხბურთზე,კოპა ამერიკაზეო. გაჩვენეს რა არის მამდვილი ფეხბურთი ბიჭებმა,მაგრამ შენ ბოღმისგან თვალები გაქვს დაბინდული და მაგ გამარჯვებასაც ვერ შეირგებ,უპოვნი მიზეზებს და გააკრიტიკებ.შენი მეგობარი ფეხბურთის ექსპერტი გრიშა მომიკითხე.თქვენს ჯინაზე აუცილებლად განვითარდება ქართული ფეხბურთი
:-)
11 ივლისი 2019 08:03
1
უკეთერს დასაწყისს ვერც ვინატრებდით, დიდი მადლობა "საბურთალოს" გუშინდელი საღამოსთვის, ძალიან ვისიამოვნე თამაშით, წარმატებები "საბურთალოს" და ყველა ქართულ გუნდს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ყველაფერი გამოგვივა, მთავარია ერთად და გულით ვაკეთოთ
daviti
11 ივლისი 2019 08:02
0
ერთი თვის წინ ვწერდი აქ,კოხრეიძე იქნება ევროპული სეზონის აღმოჩენა თქვა.

მიდი გიო, მაგარი ბიჭი ხარ, ქართველი მესი ხარ.

დიდგორელი!
11 ივლისი 2019 07:52
1
აი სად იჩენს წარმატება თავს როცა ბავშვთა ფეხბურთს განავითარებ
Mosexoneli
11 ივლისი 2019 07:46
0
თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამ სტატისტიკითაც თუ ვიმსჯელებთ ძაან ვაჯობეთ რასაც მართლა ვერავინ წარმოიდგენდა. იმედია განმეორებითს 5-0 არ წავაგებთ (ბევრჯერ გვივაჟკაცია ასე)
Dadu
11 ივლისი 2019 05:51
1
ყოჩაღ საბურთალოო!!!
არ მეგონა გასვლაზევე რომ გაანაღდებდნენ
კარგი გუნდი შეუკრიათ
შოთა
11 ივლისი 2019 05:45
0
მართლაც ძალიან გაგვახარა "საბურთალომ". კარგა ხანია ჩვენს კლუბებს ასეთი სიხარული არ მოუტანია... უმორჩილესი თხოვნა მექნება - არ მოდუნდნენ, არ ჩათვალონ, რომ უკვე "შერიფთან" შეჭიდება დასრულდა...
და კიდევ - სასტიკად არ მომწონს ამ პუბლიკაციის სათაური. მეტი პატივისცემა გვმართებს მეტოქის მიმართ, თუმდაც შევძელით მისი დამარცხება...
სიმართლის მოყვარული
11 ივლისი 2019 04:40
1
ძალიან მომეწონა!! მაგრები ხართ! დიდი მადლობა მწვრთნელს! ესმის კაცს ფეხბურთი!!! ასე რა! ეს დინამო და ფიფია და ვაისი არ გაიშვა - რეალურად პირველ ნომრად , ლაღად თამაშობდნენ და მოგებაზე, შიშის გარეშე, ჯიგრულად!!! ასე რა ასე :)) მადლობა დიდი!!!
გადასარევი გიორგი
11 ივლისი 2019 02:34
4
შერიფი ის გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოს ყველა გუნდს მოუგო, ევროპალიგაში რეგულარულად თამაშობს. ისე მართალიხარ, ბარსამდე და ლივერპულამდე ბევრი აკლია. ვაი შენს პატრონს.
alexandre
11 ივლისი 2019 11:51
0
რა არის გადასარევი, თავისზე უარეს გუნდს რო მოუგო? შემდეგ ეტაპზე დინამო ზაგრები ორივე თამაშს რო მოუგებს და ბურთს თავზე რო გადაახევს მაშინ იტრაბახეთ. შერიფი რა გუნდია საერთოდ
goli
11 ივლისი 2019 09:00
40
იმედი მაქვს ყველა ქართული კლუბი გავა,ტორპედო რო არ დაშლილიყო 100 პროცენტიანი გაივლიდა ამ ყაზახებს მაგრამ ახლაც არა აქვს ცუდი შანსი 40/60 მაგრამ მჯერა რო გავა
ოპტიმისტ
11 ივლისი 2019 02:19
2
777 რა გინდა? რომც გამოაგდოს ზაგრებმა არაუშავს გადავლენ ევროპაზე
ჩვენ ყველას უნდა გვიხაროდეს რომ ეს თამაში ღირსეულად მოიგო საბურთალომ
Reus
11 ივლისი 2019 10:00
0
გქონდეთ იმედი, კაცი იმედით ცხოვრობს, საბურთალო პირველი ეტაპის მერე გაიყინება, დინამო ზაგრები მინიმუმ2-3 გოლს გაუტანს და თბილისშიც მოიგებს. სხვა გუნდებსაც იგივე ბედი ეწევათ, შესაძლებელია პირველი ეტაპი დასძლიონ (რაშიც ეჭვი მეპარება) შემდეგ კი დაისვენებენ და თქვენ დაიწყებთ მსაჯებმა შეგვჭამა და ა.შ.
777
11 ივლისი 2019 09:05
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული