არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
ეს გამარჯვება, უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ სხვა ქართულმა კლუბებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, რომ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან ქართველები და მოგება ყველასთან შეიძლება (რასაკვირველია, შერიფი არ გამოდგება ძალების გასაზომად, მაგრამ მაინც). თამაშის წინ ვის შეეძლო ეთქვა, რომ საბურთალო 3:0-ს მოიგებდა?
გულშემატკივარი 58
11 ივლისი 2019 11:23
2
შერიფში ბევრი ახალი მოთამაშეა,შეთამაშება დააკლდებათ და ეს ჩვენი შანსია მეთქი ვფიქრობდი,თანაც წესით არც ფიზიკურად უნდა ყოფილიყვნენ ისინი ბოლომდე მომზადებულები,მაგრამ საბურთალომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.ყოჩაღ ბიჭებო.გილოცავთ წარმატებულ დებიუტს და ასევე წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც.იმედია თბილისელი მაყურებელი,ახლა მაინც მივა სტადიონზე
სოსო
11 ივლისი 2019 08:13
2
1) ჯერ თბილისშია გასაფორმებელი ეს მოგება
2) 5 მილიონიან საბურთალოს 75 მილიონიან ზაგრების დინამოს ნუ შეადარებთ, იმათი 1 ფეხბურთელი ღირს 15 მილიონი ანუ 3-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენი კლუბი.
3) თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს სუსტები,არსებობს უხეიროები და უპატრონოები, არც ერთი და არც მეორე საბურთალოს არ ეთქმის
4) თუკი ზაგრებს დასძლევს კარგია, თუ გამოვარდება მთავარია რომ ეს იყოს ღირსეულად გაწეული წინააღმდეგობის შედეგი და ისევე არ ჩამოისალოს ზაგრების წინააღმდეგ როგორც შერიფი ჩამოიშალა საბურთალოს წინააღმდეგ.

წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, არაფერმა შეგაშინოთ, მიჰყევით ბოლომდის, ეს ბრძოლაა და აქ სისუსტეს არავის პატიობენ. იყავით ძლიერები!

იმედია რომ დღეს ქართული კლუბები გაგვახარებენ!
Jango
11 ივლისი 2019 14:24
1
ერთი თვის წინ ვწერდი აქ,კოხრეიძე იქნება ევროპული სეზონის აღმოჩენა თქვა.

მიდი გიო, მაგარი ბიჭი ხარ, ქართველი მესი ხარ.

დიდგორელი!
11 ივლისი 2019 07:52
1
გილოცავთ კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს გამარჯვებას......კოხრეიძე იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას
ბათუმი
11 ივლისი 2019 11:15
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!!!! ყოჩაღ ჭია!!! ლაღი, თავისუფალი(არა დაძაბული) თამაში, რაც ასე ძაან გვენატრება ჩვენი გუნდებისგან!!!
აბა ახლა ყველას საყურადღებოთ ვისაც გეხებათ!!... არ ვიცი... გუნდის მფლობელს, გუნდის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფედერაციას, თუ ვისაც!!!!... არ დაშალოთ ეს გუნდი, სხვებივით!!!! შეინარჩუნეთ და მცდელობა არ მოაკლოთ რომ როგორმე უფრო გააძლიეროთ კიდეც!!!!!!!
წარმატებები საბურთალოს!!!
buba
11 ივლისი 2019 10:57
0
უკეთერს დასაწყისს ვერც ვინატრებდით, დიდი მადლობა "საბურთალოს" გუშინდელი საღამოსთვის, ძალიან ვისიამოვნე თამაშით, წარმატებები "საბურთალოს" და ყველა ქართულ გუნდს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ყველაფერი გამოგვივა, მთავარია ერთად და გულით ვაკეთოთ
daviti
11 ივლისი 2019 08:02
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!!!! ყოჩაღ ჭია!!! ლაღი, თავისუფალი(არა დაძაბული) თამაში, რაც ასე ძაან გვენატრება ჩვენი გუნდებისგან!!!
აბა ახლა ყველას საყურადღებოთ ვისაც გეხებათ!!... არ ვიცი... გუნდის მფლობელს, გუნდის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფედერაციას, თუ ვისაც!!!!... არ დაშალოთ ეს გუნდი, სხვებივით!!!! შეინარჩუნეთ და მცდელობა არ მოაკლოთ რომ როგორმე უფრო გააძლიეროთ კიდეც!!!!!!!
წარმატებები საბურთალოს!!!
buba
11 ივლისი 2019 10:56
1
ვულოცავ საბურთალოს ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ბოლოს როდის გადავლახეთ ლიგის პირველი (!!!) საკვალიფიკაციო აღარც მახსენდება :))) ერთი რამე მინდა ავღნიშნო, ეს ახალი მოდელი ჩვენი ჩემპიონატის აშკარად ამართლებს, გუნდები კარგ ფორმაში ხვდებიან კვალიფიკაციის თამაშებს და ეს დიდწილად აისახება მათ შედეგებზე. ასევე, ცალსახაა რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდა როგორც თაქტიკური თვალსაზრისით, ასევე ფეხბურთელების კვალიფიკაციით და ფიზიკური მომზადებით. არ მგონია ამაზე ვინმე შემომედავოს. მთავარია ეს კურსი შევინარჩუნოთ, ვიფიქროთ ჩემპიონატის დონის აწევაზე და მერე ნახეთ შედეგები. აი ბათუმის დინამო რომ გავა მომავალ წელს კვალიფიკაციაზე, ამ ულამაზეს ქალაქში, ულამაზეს სტადიონზე, თავისი გამორჩეული გულშემატკივრებით, დაუჯერებელი იქნება :)) შემდეგ, ბევრი საშუალო დონის ფეხბურთელი, ლეგიონერი, აქ ჩამოსვლაზეც აღარ იტყვის უარს. მათ უარზე, ბევრი მქვრთნელი აღნიშნავს გულის ტკივილით
რეალობა
11 ივლისი 2019 10:48
2
აი სად იჩენს წარმატება თავს როცა ბავშვთა ფეხბურთს განავითარებ
Mosexoneli
11 ივლისი 2019 07:46
0

სიახლეები პოპულარული