არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
ვის ეგონა რომ მოვიგებდით თან ესე? ამიტომ ახლა ყველანი სტადიონზე განმეორებითზე
levani
11 ივლისი 2019 01:59
1
სასიამოვნოთ გაოცებული დავრჩი. აიაქსის სტილში ითამაშეს,ახლო პასები და მერე მოულოდნელად გრძელი გადაცემა.შერიფია სუსტი თუ ჩვენები არიან მაგრები ზაგრებთან გამოჩნდება
თემო
11 ივლისი 2019 01:26
1
ბიჭებო გაიხარეთ, მადლობა დღევანდელი დღისთვის, ღმერთის ნებით ესე გააგრძელეთ და ლიგის ჰიმნი მოგვასმენინეთ თბილისში ამ შემოდგომას.
პ.ს ფბზე ვინც წერდით 40-0 ან 20-0 წავაგებთო არაფერი გაწუხებთ?
მე
11 ივლისი 2019 01:16
1
ყოჩაღ, ცოტა მოულოდნელია! შერიფი, საერთოდ სახელიანი გუნდია/
გულშემატკივარი
11 ივლისი 2019 01:12
2
ხოოოოოო, შერიფი ევროპაში გუგუნებს, თავს ნუ იტყუებთ, სახელოვანია დინამო ზაგრები და ვნახავთ რა ბიჭებიც ხართ
555
11 ივლისი 2019 09:07
23
ბიჭებო მადლობა დღევანდელი სიხარულისთვის.
პ.ს ფბზე ვინც წერდით 20-0 ან 10-0 წავაგებთო არაფერი გაწუხებთ???????
Saxeli
11 ივლისი 2019 01:11
1
ის დინამო ზაგრების მერე ვილაპარაკოთ
toro
11 ივლისი 2019 09:01
25
გამჩენი აწუხებთ
ზურე
11 ივლისი 2019 01:18
1
ბრავო საბურთალო. მადლობთ რომ გაგვახარეთ. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ
Geo_Dinamo
11 ივლისი 2019 00:00
1
ჯგრები.ოქრო ბიჭები.ვაჟკაცები.გილოცავთ!
წარმატებები საბურთალოს!
Jango
10 ივლისი 2019 23:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული