გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ფოლას" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინა დღით საჩხერის "ჩიხურამ" ლუქსემბურგში პირველი ვარჯიში გამართა. კომენტარი საჩხერული გუნდის მცველმა გიორგი კორიფაძემ გააკეთა.

"ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. ყველამ, ვინც ჩამოსული ვართ, მგზავრობის შემდეგ აღვიდგინეთ ძალები, მოედანიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

მინდა აღვნიშნო, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში დამაკმაყოფილებელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვება იქნება".

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა "ფოლასა" და "ჩიხურას" შორის 11 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია გიორგი, თითოეული მატჩით იწერება გუნდის და შესაბამისად ფეხბურთელების ისტორია და მით უფრო, ამ შემთვევაში ევროპული თამაშების ისტორია იწერება. ამიტომ, გამარჯვება აუცილებელია და ამისთვის გუნდის 11-ვე ფეხბურთემა ყველაფერი გააკეტოს მოგებისთვის.
ჩიხურასგან ბევრი მოულოდნელი სიხარული მიგვიღია, ბოლო ახლა ლუქსემბურგში მოგება იყო. უფლის ნებით და ბიჭების თავდადებული ბრძოლით ეს სიხარული ამ წლის ტურნირზეც მომავალშიც ბევრი გვქონოდეს.
გიზოგ
11:10 16-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული