#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ფოლას" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინა დღით საჩხერის "ჩიხურამ" ლუქსემბურგში პირველი ვარჯიში გამართა. კომენტარი საჩხერული გუნდის მცველმა გიორგი კორიფაძემ გააკეთა.

"ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. ყველამ, ვინც ჩამოსული ვართ, მგზავრობის შემდეგ აღვიდგინეთ ძალები, მოედანიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

მინდა აღვნიშნო, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში დამაკმაყოფილებელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვება იქნება".

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა "ფოლასა" და "ჩიხურას" შორის 11 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ