"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში განადგურების (0:3) შემდეგ, "შერიფის" მწვრთნელი ზორან ზეკიჩი აშკარად ვერ იყო ხასიათზე.

აი, როგორი პასუხები გასცა მან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.

- ზორან, გუნდის თამაშზე კომენტარი გააკეთეთ. 0:3 "შერიფისთვის" გამანადგურებელი ანგარიშია?
- რა უნდა ვთქვა. "საბურთალოს" მოგებას ვულოცავ. მათ ეს დაიმსახურეს. დღეს არაფერი არ გამოგვივიდა. ბურთიც ვერ დავიჭირეთ, უბურთოდაც ვერ ვვარგობდით. კონტროლი არ იყო.

- არ დავიჯერებთ, რომ საპასუხო მატჩი თქვენთვის ფორმალობა იქნება. როგორ მოამზადებთ გუნდს?
- ამაზე მეც ვფიქრობ. დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ანალიზი
გავაკეთეთ, "საბურთალო" გავშიფრეთ. ვიცოდით, ძალიან ძლიერი გუნდია. დღეს ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით.

- გუშინ ამბობდით, რომ გეგმა გქონდათ და გუნდი მის შესასრულებლად მზად იყო. ამ გეგმიდან რა გამოგივიდათ?
- საერთოდ არაფერი არ გამოგვივიდა. მით უმეტეს დაცვაში. მათი სამი ფეხბურთელი ჩვენს საყრდენ ზონას მუდმივად პრესინგის კონტროლის ქვეშ ამყოფებდა. ბურთზე მისვლას სულ ვაგვიანებდით. შეტევაშიც. პრაქტიკულად არ ვუტევდით. დაგეგმილიდან თითქმის ვერაფერი ვერ შევასრულეთ.

- ძირითად შეცდომებს რაში ხედავთ? ყველა ფეხბურთელი შეეთავისა გუნდს?
- გასაგებია, ყველა ერთნაირ კონდიციაში არ არის. სხვა საკითხია, რომ საყრდენ ზონაში ბევრ შეცდომებს ვუშვებდით, დასწრებაზე თამაშს მუდამ ვაგვიანებდით. "საბურთალოს" პრესინგის ქვეშ ვყავდით, ბურთით წინ სწრაფად მოძრაობდა. ფლანგებზე რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ერთმანეთს არ ვეხმარებოდით. ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება.

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალეთ ბიჭებო!!!!! ყოჩაღ ჭია!!! ლაღი, თავისუფალი(არა დაძაბული) თამაში, რაც ასე ძაან გვენატრება ჩვენი გუნდებისგან!!!
აბა ახლა ყველას საყურადღებოთ ვისაც გეხებათ!!... არ ვიცი... გუნდის მფლობელს, გუნდის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფედერაციას, თუ ვისაც!!!!... არ დაშალოთ ეს გუნდი, სხვებივით!!!! შეინარჩუნეთ და მცდელობა არ მოაკლოთ რომ როგორმე უფრო გააძლიეროთ კიდეც!!!!!!!
წარმატებები საბურთალოს!!!
buba
11:04 11-07-2019
0
ნეტა რამდენი მოიგეთ?თანხაში
Vake
07:58 11-07-2019
44
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული