#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: 42 გრადუს სიცხეში ვითამაშებთ - არავისი არ გვეშინია

AutoSharing Option
"ორდაბასისთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

- ამბობენ, შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- სამწუხაროდ, მართალია. ამ მატჩამდე კლუბი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა და აქ ახალი გუნდით ჩამოვედით.

- ქალაქში ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ხვალ 42 იქნება. ეს თქვენი გუნდის თამაშზე იმოქმედებს?
- არ ვართ მიჩვეულნი ასეთ სიცხეში თამაშს, მაგრამ ეს ხელის შემშლელი პირობა არ უნდა იყოს. ყველა შეხვედრას ყოველთვის მაქსიმალურად მომზადებულნი ვხვდებით. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან...

- რას იტყვით
მეტოქეზე? ვის გამოყოფთ "ორდაბასიდან"?

- მეტოქის არაერთი თამაში ვნახეთ და კარგად შევისწავლეთ. "ორდაბასი" ძალიან კარგი გუნდია, მას კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ვიცნობთ ზიგი ბადიბანგას... მაგრამ აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და არავისი გვეშინია!

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ