გიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიბრიშვილმა ტირასპოლის "შერიფთან" (3:0) სტუმრად მოგებული მატჩი შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ხარისხით და შედეგით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა. არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი. მაგრამ ბევრიც სწორად გავაკეთეთ და ეს შედეგიც აისახა. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა.

მეორე ტაიმში მეტოქემ ნახევარდაცვა გააძლიერა, ჩვენ კი დაღლა გვეტყობოდა და არ მინდოდა ცენტრში უპირატესობა დაგვეთმო. კაკუბავა მოედანზე ამიტომ შევიყვანე.

ჩემი
ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ მადლობა გადავუხადე. სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემთვის ყველა მოგება განსაკუთრებულად სასიხარულოა, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. ეს ნახევარი გზაა, საბოლოო წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წინ კიდევ ერთი, გადამწყვეტი მატჩია და მთავარია, თბილისშიც ასე ვითამაშოთ", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ჭია ყოჩაღ
შაკო
11 ივლისი 2019 10:05
0
ბრავო საბურთალო. ასეთი სიამოვნება ქართული კლუბებისგან როდის მივიღე აღარ მახსოვს! ქართველებს ტექნიკა რომ გვაქვს აქ გასაკვირი არაფერია,მაგრამ ამას რომ მაღალ ფიზიკურ მომზადებას დაუმატებ ეს უკვე წარმატებაა, ძალიან მაღალი პრესინგი ითამაშეს ბიჭებმმა,ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა თავგანწირვით.პლიუს საბურთალოს ყავს კარგი მენეჯმენტი, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს. ნაკლი ისაა რომ ბევრ საგოლე მომენტებს ვერ იყენებენ, მაგრამ ესეც გამოსწორდება.მე მჯერა რომ ეს კლუბი იტყვის თავის სიტყვას.მე კი გუშინდელი დღიდან საბურთალოს ფანი ვარ!! ყველანი სტადიონზე 16-ში!
kika
11 ივლისი 2019 09:58
1
მართალია, ეს მხოლოდ საქმის ნახევარია! მთავარია არ მოეშვათ და თქვენი ძალის რწმენა არ დაკარგოთ. წარმატებები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გვენახეთ!
გულშემატკივარი 58
11 ივლისი 2019 09:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული